მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონის“ უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში - „საქართველოს SUPER ოჯახები“ გრძელდება და ინტერნეტ-სივრცეს იპყრობს. როგორ მოვახერხეთ ეს? - ყველასთვის თანაბარი პირობებითა და საქმისადმი ერთგულებით შევძელით, საქართველოს თითოეულ ოჯახში დაგვემკვიდრებინა მხიარულება და გვეჩვენებინა გუნდურობის უპირატესობა; შევძელით, გაგვეერთიანებინა განსხვავებული ასაკისა და თაობის ადამიანები ერთი იდეისა და მიზნის ირგვლივ. პროექტი კი „ზუმის“, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის შედეგად წარმოიშვა, რომლის მიზანიც „საქართველოს ეტალონი სუპერ ოჯახის ტიტულის“ მფლობელების გამოვლენა-წახალისებაა!
„მოგესალმები, ჩემო საქართველო. დატანჯულო, მაგრამ მაინც ლამაზო!“, - ასე დაიწყო კონკურსი პროექტის სულისჩამდგმელმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა და დასძინა, რომ კონკურსში მონაწილეობის სურვილი უამრავ ოჯახს ჰქონდა, თუმცა მათგან ამჯერად მხოლოდ 82 შეირჩა და ეს პროცესი არცთუ ადვილი იყო, შეარჩიო საუკეთესოები საუკეთესო იზრუნელებს შორის, მარტივი სულაც არ არის. საბოლოოდ SUPER ოჯახების კონკურსისთვის საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შერჩეული 82 ოჯახი მეგობრულ, ზრუნვითა და სიყვარულით სავსე გარემოში ერთმანეთს პირველობისთვის შეეჯიბრა და კონკურსის დასასრულს ყველას მიენიჭა SUPER ოჯახის ტიტული.
საკონკურსო ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იყო, გოჩა ტყეშელაშვილმა კი სტუდიაში მოიწვია თანაწამყვანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, რომელმაც პროექტის შესახებ ისაუბრა:
„ჩემთვის დიდი პატივია, უკვე მეორედ ამ გადაცემაში მონაწილეობა; მოხარული, ვარ, რომ ბატონ გოჩასა და „ეტალონთან“ ჩემი მეგობრობა წლებია გრძელდება, თანამოაზრეები ვართ და მხარს ვუჭერთ ახალ პროექტს - „ქართველობის სიმფონიას“, რომელიც ჯერ არ დაწყებულა და რომელიც მალე ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალქეებს გააერთიანებს. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მოუწოდა მათ განათლებაში მაქსიმალური ინვესტირება განახორციელონ, რადგან სწორედ ისინი არიან ელჩები. ქართული დიასპორა კი ის ძალაა, რომელიც მხარში დაგვიდგება და მეტ პოპულარიზაციას გაუწევს ამ ყველაფერს“.
„საქართველოს SUPER ოჯახების“ კიდევ ერთი სტუმარი გახლდათ მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, პარლამენტარი შალვა კერესელიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა გოჩა ტყეშელაშვილს „ასეთი შესანიშანვი ონლაინ-საგანმანათლებლო გადაცემისთვის“ და ისიც გაიხსენა, როგორ დაუთმო „ეტალონის“ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებულ მოსწავლეს ჭოპორტიდან, გუბერნატორის თანამდებობა ერთი დღით, რათა მეტად წაეხალისებინა. ბატონმა შალვამ ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი განათლებაა, გუბერნატორობის პერიოდში და მას შემდეგაც, ყველანაირად ცდილობს, წაახალისოს ყველა მოსწავლე, რათა ჰქონდეთ მოტივაცია, იყვნენ განათლებულები.
დიმიტრი გაბუნიამ დასასრულს კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ სწორედ განათლებაა წარმატებული მომავალი თაობების საწინდარი, ხოლო შალვა კერესელიძემ Etaloni.ge-სთან ვრცლად ისაუბრა „ეტალონთან“ მეგობრობასა და იმ პროექტებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება განათლების მიმართულებით ახორციელებს:
„აღფრთოვანებული ვარ, დადებითი ემოციებით დატვირთული, რადგან როდესაც ბავშვებსა და მათ განათლებაზეა საუბარი, ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმი გამოვიყენო - ამაზე დიდი განძი, როგორიცაა ცოდნა, განათლება, არაფერი გვაქვს. ასე უნდა გავზარდოთ თაობები, რათა ჩვენს სამშობლოს ჰყავდეს განათლებული საზოგადოება, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის წარმატებაზე.
რაც შეეხება პროექტს, ის მართლაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. ბატონ გოჩასთან წლებია ვმეგობრობ, ვართ თანამოაზრეები და ერთად მივდივართ მთავარი მიზნისკენ. ვფიქრობ მსგავსი გადაცემა, რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს, საქართველოს მთავრობა კი ყველაფერს გააკეთებს, არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტების მხარდამხარ, ბავშვებში სწავლის მოტივაცია გაიზარდოს. ამის მაგალითად კი შემიძლია დავასახელო შატილის სკოლა-პანსიონი, რომლიც დაიწვა, თუმცა იმჟამინდელი პრემიერის განკარგულებით, უმოკლეს დროში აშენდა ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა, რომელიც 25 ბავშვზეა გათვლილი. მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით მხოლოდ 5 მოსწავლე სწავლობს, იმედი გვაქვს, მთავრობის ხელშეწყობით, რაც მაღალმთიანი რეგიონების გაძლიერებას გულისხმობს, შატილის სკოლა-პანსიონს მალე ბევრი მოსწავლე ეყოლება. ასევე აღსანიშნავია,რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდა მაღაროსკარისა და ბარისახოს სკოლა-პანსიონებს. დარწმუნებული ვარ, „ეტალონთან“ ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება და ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ გვყავდეს განათლებული მომავალი თაობები. თუმცა როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ განათლება იწყება საბავშვო ბაღიდან და რა თქმა უნდა, მთავრობა ბაღების რეაბილიტაციაზეც ზრუნავს “.
„საქართველოს SUPER ოჯახების“ პირველმა სამეულმა etaloni.ge-სთან პროექტი შეაფასა და ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ესაა ერთი დიდი ოჯახი, რომელიც აერთიანებს სკოლას, ბავშვს, საზოგადოებას და დგას განათლებული მომავალი თაობების გაზრდის სადარაჯოზე.
დუდანა გოგუაძე, ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლის, ნია თოდუას მშობელი:
„აღფრთოვანებულები ვართ პროექტით და ძალიან მოგვეწონა ფორმატიც, მიუხედავად იმისა, მსგავსი გადაცემა ერთგვარი სიახლეა, ჩვენი ბავშვები, მიჩვეულები არიან ონლაინ-რეჟიმში მუშაობას და ეს izrune.ge-ს დამსახურებაა.კითხვები იყო ზედმიწევნით სწორად შერჩეული, სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა და ეს მრავალფეროვნებაც ძალიან მოგვეწონა, თუმცა პირველ ადგილს ნამდვილად არ ველოდით და ბედნიერები ვართ შედეგით“.
ლელა გიორგაძე, თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლის, გაბრიელ სირბილაძის მშობელი:
„როდესაც შევიტყვეთ, რომ კონკურსში უნდა მიგვეღო მონაწილება, ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთელი კვირა ელოდნენ და აჟიტირებულები იყვნენ... მე კი, როგორც მშობელს, შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ძალიან კარგი პროექტი და ზოგადად, „ეტალონის“ ყველა წამოწყება მისასალმებელია. აქტიურად ვართ ჩართულები izrune.ge-ში და მშობელს რომც არ გინდოდეს, ბავშვები არ გაძლევენ საშუალებას, გულგრილი დარჩე. უნდათ მონაწილეობა, ახარებთ ყოველი წარმატება და ცდილობენ, გაგიზიარონ შთაბეჭდილებები“.
ლირა ნოზაძე, აბაშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის, რუსუდან რუსიას მშობელი:
„პროექტი ძალიან მოგვეწონა, ზოგადად, რუსუდანი „ეტალონის“ დიდი გულშემატკივარია და ყველა ინიციატივას სიხარულით ხვდება, გვიყვარს izrune.ge, რომლის დახმარებითაც ჩვენი შვილებისთვის სწავლა უფრო სახალისოა. გადაცემის ფორმატიც ძალიან მომეწონა, მართალია პირველობა გვინდოდა, თუმცა, ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ გვაქვს, პროექტს წარმატებას ვუსურვებ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე