სიახლეები
პიროვნება

„მინდა მაქსიმუმი გავაკეთო სკოლის საკეთილდღეოდ“-თეა ბერაძ​ე, დილიკაურის საჯარო სკოლის დირექტორი
09-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თეა ბერაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- თუ რამდენად ღირებულია ადამიანთა ჯანმრთელობა, კოვიდ-19-ის გამო ბევრი ძვირფასი ადამიანი დავკარგეთ და სწორედ ამიტომ, უნდა გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, დავაფასოთ  უფლისგან ნაჩუქარი ყოველი დღე.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ 21-ე საუკუნის რეალობაში საჭირო გახდა სწრაფი ადაპტაცია ციფრულ რესურსებთან, დისტანციური სწავლება იყო ერთდროულად სიახლე და გამოწვევაც, რომელმაც გვასწავლა, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ და ვიპოვოთ გამოსავალი.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- დადებითად, მიუხედავად ბევრი სირთულისა, იყო კარგიც. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ  საშუალება მოგვცა, საგაკვეთილო პროცესში გაგვეცნო და გამოგვეყენებინა სხვადსხვა ახალი ციფრული პლატფორმა. უნდა აღვნიშნო, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნება იყო ნამდვილი დღესასწაული არამარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისათვისაც.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როდესაც ვხედავ არსებული გამოწვევების მიმართ
მათ მზაობას, ყოველთვის მზად არიან  მიიღონ და დანერგონ  სიახლეები. პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმიანობას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- მათი პასუხისმგებლობა. დაწყებითი კლასების მოსწავლეებიც კი ზედმიწევნით იცავენ დისტანციას, ატარებენ პირბადეს და ასრულებენ რეგულაციებს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- რომ მეტი ყურადღება მიაქციონ შვილების დამოკიდებულებას კომპიუტერთან, ონლაინ თამაშებთან, ვურჩევდი ჩართონ სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობებში.
 ასევე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რეგულაციების დაცვისაკენ.  

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- ყურადღება გავამახვილო ადამიანის დადებით თვისებებზე, რადგან ეს მოტივაციას უმაღლებს და პოზიტიურად განაწყობს მათ, როგორც ერთმანეთის, ასევე საქმის მიმართ. დადებითი განწყობა და მადლიერება  კი ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერ სფეროსა და საქმიანობაში.  როგორც დირექტორმა, მინდა  მაქსიმუმი გავაკეთო  სკოლის  საკეთილდღეოდ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის შრომა აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე და იმაზე სწრაფად მოხდეს მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, ვიდრე ამის მოლოდინი გვაქვს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

სკოლები
სკოლაში არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება