სიახლეები
სიახლეები

გაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, ვისთვისაც COVID-19-ზე ტესტირება სავალდებულოა
10-03-2021
-
+


პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ბრძანებით, კორონავირუსის სავალდებულო ტესტირების პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი გაიზარდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებიან:

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში მომუშავე პირები - ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% - ანტიგენის სწრაფი ტესტით);

მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში მომუშავე პირები - ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 20%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;  

თეატრებსა და პროფესიულ ანსამბლებში მომუშავე პირები - ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 20%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით.

ასევე, სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებიან, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მინდობით აღზრდაში, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე  ბავშვთა სახლებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალებში:

  • ჩარიცხული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;
  • ჩასარიცხი ბენეფიციარები, მომსახურებაში განთავსებამდე;
  • მომსახურებიდან დროებით გასული/გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს;
  • მომსახურებიდან არდადეგების დროს გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება