მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1 მარტიდან, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დარბაზებში შესაძლებელი გახდა, არსებული პროტოკოლის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, etaloni.ge დაინტერესდა, მასწავლებლები სავალდებულო ტრენინგებს უშუალოდ უნდა დაესწრონ თუ ისინი კვლავ ონლაინ-სივრცეში ჩატარდება. ამ კითხვით მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს მივმართეთ, რომელმაც საკითხზე განმარტება გააკეთა და ისიც დააანონსა, რომ მალე პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგებს მხოლოდ მასწავლებლის სახლი აღარ ჩაატარებს და ეს უფლება ცალკეულ პროვაიდერებსაც მიენიჭებათ.
„ამ ეტაპზე, ტრენინგები კვლავ ონლაინ-რეჟიმში გაგრძელდება. სისტემის მიმართულებით ჩვენი ხედვა ასეთია - მასწავლებელი უნდა გადამზადდეს საგნობრივი მიმართულებით, მაგრამ კარგი იქნება, საგნობრივი ჯგუფის მიმართულებითაც მოხდეს გადამზადება. ეს შეეხება სტემის მიმართულების პედაგოგებს, რაც გულისხმობს პროექტულ სწავლებას. გვინდა, ამით მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის კულტურა ამაღლდეს“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ და დასძინა, რომ მალე პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგების ჩატარებაში მასწავლებლის სახლს სხვა პროვაიდერებიც შეუერთდებიან.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტრენინგები პედაგოგებისთვის ფასიანი გახდება? - ამ კითხვაზე მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს არაერთგვაროვანი პასუხი აქვს:
„მასწავლებლის სახლი ჩაატარებს იმ ტრენინგებს, რასაც სახელმწიფო დაგვიკვეთავს. კარგი იქნება, სახელმწიფო ვაუჩერებს თუ მისცემს პედაგოგებს, რათა მათ, ამ ვაუჩერით იმ პროვაიდერთან გაიარონ ტრენინგი, რომელიც ენდომებათ. მე პირადად, ვეძებ დონორებს, რათა სახელმწიფოს ეს ტრენინგები არანაირი თანხა არ დაუჯდეს და ასევე თანხა არ გადაიხადონ მასწავლებლებმა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.