სიახლეები
სამასწავლებლო

საჭიროა თუ არა სკოლებში დამატებითი კადრი მოსწავლეებისთვის სიცხის გასაზომად? - დირექტორების შეფასებები
11-03-2021
-
+


კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში, საჯარო სკოლებს არაერთი რეგულაციის შესრულება უწევთ. განათლების სამინისტროს მიერ სასწავლო დაწესებულებებისთვის გაცემული რეკომენდაციები თერმოსკრინინგის პროცედურის შესრულებით იწყება. 

ასწრებენ თუ არა მასწავლებლები, საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე, მოსწავლეებისთვის თერმოსკრინინგის პროცედურის ჩატარებას; ხომ არ არის ამ ფუნქციის შესასრულებლად დამატებითი კადრი საჭირო - etaloni.ge აღნიშნული საკითხებით დაინტერესდა და შეკითხვით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს მიმართა. 

სკოლების ხელმძღვანელი პირები დამატებითი კადრის საჭიროებას ვერ ხედავენ. მათი განმარტებით, თერმოსკრინინგის პროცედურაში, რიგ შემთხვევაში, არამხოლოდ მორიგე მასწავლებელი, არამედ ტექნიკური პერსონალიც ერთვება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის დირექტორი თეა წიკლაური:

სიცხეს ვუზომავთ გაკვეთილების დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე მოდიან ბავშვები. ამ დროს, მორიგე მასწავლებლებს სცალიათ და თავისუფლად ახერხებენ აღნიშნული ფუნქციის შესრულებას. არ არის საჭირო ახალი კადრი სიცხის გასაზომად. სამი კარიდან შემოდიან მოსწავლეები ჩვენი სკოლის შენობაში და სამივე ლოკაციაზე იმყოფებიან მასწავლებლები და დროულად ხდება მოსწავლეების შემოსვლა. შეფერხება და პრობლემა სიცხის გაზომვასთან დაკავშირებით არ გვქონია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩეს საჯარო სკოლის დირექტორი მარინა თორდინავა:

ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და მორიგე მასწავლებლები თავისუფლად ახერხებენ ამ ფუნქციის შესრულებას.

ბათუმის N29 საჯარო სკოლის დირექტორი ნური ჯაფარიძე:

შედგენილი გვაქვს გრაფიკი და ამ გრაფიკის მიხედვით, მორიგე მასწავლებლები ასრულებენ აღნიშნულ ფუნქციას თავისუფლად. დამატებითი კადრის საჭიროებას ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვხედავ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გრძელიშვილი:

ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და თავისუფლად ახერხებენ მორიგე მასწავლებლები მოსწავლეების თერმოსკრინინგს საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი სოსო წულაია:

მცირეკონტიგენტიანია ჩვენი სკოლა და ამ მხრივ, პრობლემა არ გვაქვს. სპეციალურად გამოყოფილი პირი გვყავს ტექნიკური პერსონალიდან და ის მუშაობს ამ საკითხზე, თუმცა როცა საჭიროა, მასწავლებლებიც უზომავენ მოსწავლეებს ტემპერატურას.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიადი გაბრიჭიძე:

ჩვენთან მასწავლებლები მოსწავლეებისთვის სიცხის გაზომვას თავისუფლად ახერხებენ. ვფიქრობ დამატებითი კადრის საჭიროება ამ მხრივ არ დგას. 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგნის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა შენგელია:

სკოლის შენობის კარში დგას ბრძანებით გაფორმებული პასუხისმგებელი პირი, რომელიც შენობაში შემსვლელ ყველა პირს უზომავს სიცხეს. ჩვენ პატარა სკოლა გვაქვს და დამატებით კადრს არ ვსაჭიროებთ. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლალი კვარაცხელია:

90-მდე მოსწავლე გვყავს და ვახერხებთ ყველაფერს დამატებითი კადრის გარეშე. ამ საკითხზე მორიგე მასწავლებლები მუშაობენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლელა კობერიძე:

ჩვენ ორი დამლაგებელი გვყავს. როცა ერთი თერმოსკრინინგზე მუშაობს, მეორე სხვა საქმეს ასრულებს. თუ მათ არ სცალიათ, შემდეგ უკვე მოსწავლეებისთვის სიცხის გაზომვის ფუნქციას დამრიგებლები ასრულებენ. ჩვენი სკოლა პატარა - 100-ბავშვიანია და ავუდივართ. ამ ეტაპზე, დამატებით კადრს არ ვსაჭიროებთ.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ აბულაძე:

მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და ამ ფუნქციის შესასრულებლად, დამატებითი კადრის საჭიროებას ვერ ვხედავთ. შიდა ძალებით ვახერხებთ ამ ყველაფერს. მოსწავლეებს სიცხეს საგაკვეთილო პროცესამდე მორიგე მასწავლებლები უზომავენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორი გერასიმე კიკალიშვილი:

ჩვენს სკოლაში მორიგე მასწავლებლები ასრულებენ აღნიშნულ ფუნქციას და დამატებით კადრს ნამდვილად არ ვსაჭიროებთ. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ასანიძე:

ჩვენს სკოლაში მოსწავლეებს სიცხეს მასწავლებლები და დამლაგებლები უზომავენ. მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და არ ვართ ბევრი მოსწავლით განებივრებული. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, პრობლემა არ გვექმნება. ზედმიწევნით ვიცავთ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციებს. გამოყოფილი არიან მორიგე მასწავლებლები და როცა ისინი საგაკვეთილო პროცესზე იმყოფებიან, დამლაგებლები ხვდებიან მისაღებში მომსვლელებს. ხდება აღრიცხვა, დეზობარიერის გავლა, თერმოსკრინინგი და ყველა სხვა საჭირო პროცედურა.

მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ კოჩალიძე:

ჩვენ გვყავს უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელი, რომელიც შეთავსებით ასრულებს ამ ფუნქციას. 45 ბავშვი სწავლობს ჩვენს სკოლაში და ერთი ადამიანი ამას თავისუფლად ახერხებს.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევის საჯარო სკოლის დირექტორი მერი ტაკიძე:

ამ მიმართულებით, ჩვენთან მორიგე მასწავლებლები და დამლაგებლები მუშაობენ. ბრძანებით მყავს დაშვებული პირები, რომლებიც უზომავენ ბავშვებს სიცხეს. ყველა მობილიზებულია. 

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ცქვიტაია:

განრიგი გვაქვს შედგენილი თერმოსკრინინგზე პასუხისმგებელი პირების. განაწილებულია ნაკადები და ფაქტობრივად, 08:30 საათიდან ჩვენ მზად ვართ მოსწავლეების მისაღებად და პროცესის შემაფერხებელი პრობლემა არ გვაქვს. მოსწავლეებს მასწავლებლები უზომავენ სიცხეს. მორიგე პასუხისმგებელი პირები ამას თავისუფლად ახერხებენ. რაც შეეხება ვიზიტორების შემოსვლას, აქ შემთხვევაში ვიყენებთ ტექნიკურ პერსონალს - დამლაგებელს.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება