მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის დირექტორის, მურმან კონცელიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- ბევრი სუსტი მხარე, რომელსაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერ ვამჩნევდით. ე.ი. მოგვცა ხარვეზების აღიარებისა და აღმოფხვრის გზების ძიების საშუალება. მაგალითად, სწავლების ერთი უნივერსალური ფორმა ვერ პასუხობდა არსებულ გამოწვევას. შესაბამისად, საჭირო გახდა, ალტერნატიული გზების მოძიება და დანერგვა. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, რომ მომავალში მწვავე გამოწვევებს გაცილებით უფრო მომზადებული დავხვდეთ.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- რომ საჭიროა მეტი შრომა; ტექნოლოგიების ფლობა, მრავალფეროვანი მეთოდები; გონივრულად შერჩეული სტრატეგიები და საინტერესო რესურსები, აუცილებელია, იმისათვის, რომ მოსწავლის მოტივაცია ამაღლდეს.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- რთული, გამოწვევებით სავსე, მაგრამ „ყველაფერი, რაც არ გკლავს, გაძლიერებს“.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- მათი წარმატება.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- განსაკუთრებულად აღსანიშნი არაფერი.
- მშობლებს ვურჩევდი...
- საჭიროა, მშობლების უფრო მეტად ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში; მეტი თანამშრომლობა და მეტი კრიტიკული აზრი არის გზა პრობლემების დასაძლევად.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- ისევ და ისევ სკოლაზე, არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.