მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ (თამარ გუგუნაშვილი, ნანული ქარუმიძე, იზა შვერდაშვილი, ქეთევან ჩინაშვილი, მზია მათიაშვილი, ლალი დილებაშვილი, მარიკა ცოფურაშვილი) კონკურსი სახელწოდებით - „დედა“ გამოაცხადა.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი მარიკა ცოფურაშვილი გახლავთ.
მარიკა ცოფურაშვილის თქმით, კონკურსი მიზნად ისახავდა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებების: მოთხრობის, ლექსის, ჩანახატისა და ესეს გამოვლენას.
კონკურსში მონაწილეობდნენ სამივე (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) საფეხურის მოსწავლეები და შესაბამისად, გამარჯვებული ნაშრომებიც გამოვლინდა საფეხურების მიხედვით.
კონკურსი გაიმართა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა წარადგინეს ნამუშევრები, რომლებიც კათედრის წევრებმა მოისმინეს და შეაფასეს.
პრიზები გაიცა შემდეგ ნომინაციებში:
კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები:
გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი.
კათედრა მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სკოლის დირექტორს ქალბატონ ლია შოთაძეს და დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ ნინო სალთხუციშვილს.
სკოლის დირექციაც მადლობას უხდის სახელმწიფო ენის კათედრას და მის ხელმძღვანელს მოსწავლეთა წერითი უნარების განვითარებისა და მოტივირების ხელშეწყობისთვის სკოლა მუდმივად მზადაა ყველა საგნობრივ კათედრას მხარი დაუჭიროს არაფორმალური განათლების განვითარებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ავტორიზაციის საბჭოს მორიგი შეხვედრა 26 მარტს აგიმართება - რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ვაკანტური ადგილების რაოდენობა ცნობილია - აკრედიტაციის საბჭოს წევრთა შერჩევა დაიწყო
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი და დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს