სიახლეები
პიროვნება

„გამოწვევებისთვის შინაგანად ყოველთვის მზად ვარ და მომწონს კიდეც საკუთარი თავის ძიება“ - ნანა ქაჯაია, თბილისის N86 საჯარო სკოლის დირექტორი
11-03-2021
-
+


ამჯერად Etaloni.ge ნანა ქაჯაიას, თბილისის N86 საჯარო სკოლის დირექტორს წარმოგიდგენთ, რომელიც არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს და იმასაც ასაბუთებს, რატომ ხედავს აუცილებლობას, სკოლებში ფსიქოლოგთა ჯგუფი მუშაობდეს. დირექტორობა წლების წინ გადაწყვიტა. რატომ? - აინტერესებდა, როგორ გაართმევდა თავს ახალ გამოწვევას და როგორ შეძლებდა ხელშეწყობას, მასწავლებლებს განვითარება, მოსწავლეებს კი ხარისხიანი განათლება მიეღოთ.

დღეს კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით, თუმცა ერთ რამეზე სწყდება გული - კლასის ხელმძღვანელად არამასწავლებლის დანიშვნა რომ არ შეუძლია, რადგან სკოლაში ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც დამრიგებლობას არაჩვეულებრივად გაართმევდნენ თავს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებს წაადგებოდათ სასიკეთოდო.

დღეს თბილისის N86 საჯარო სკოლის კონტინგენტი, რადგან ახალი შენობა შენდება, N96 საჯარო სკოლის სტუმარია და როგორც ქალბატონი ნანა ამბობს, მასპინძლების მიმართ, მადლობის მეტი არაფერი ეთქმით, სტუმართმოყვარეობის, სითბოსა და სიყვარულისთვის. იმედი აქვს, რომ ახალი სასწავლო წლიდან ახალ სკოლაში ისწავლიან და აცხადებს, სკოლის დემონტაჟი სწორი გადაწყვეტილება იყო: ერთი ღამე არ მეძინა მშვიდად და სკოლაში არც ერთი წუთი არ ყოფილა მშვიდი, რადგან შენობის ავარიულობის გამო, და მუდმივად სტრესის ქვეშ ვიყავითო.

- ქალბატონო ნანა, როგორი განწყობით დაუბრუნდით სასკოლო გარემოს? ბავშვები ალბათ ძალიან გახარებულები იყვნენ.

- მოგეხსენებათ, N86 საჯარო სკოლის დემონტაჟი მოხდა, რადგან 1933 წელს იყო აშენებული და ახალ შენობას ველით. მანამდე კი N96 საჯარო სკოლის შენობაში ვართ შეკედლებულები. ფაქტობრივად, ორი სკოლაა  განთავსებული ერთ ჭერქვეშ, თუმცა არც არსებული პროტოკოლის დაცვა გვიჭირს და თამამად ვიტყვი - მაქსიმალურად ვზრუნავთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. ასე, ერთობლივი ძალებით ვახერხებთ, გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც, პანდემიის შედეგად, დადგა მსოფლიო, საქართველო და საგანმანათლებლო სივრცე.

რაც შეეხება დამოკიდებულებას, თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი გახარებულია საკლასო ოთახებში დაბრუნებით და ახლა კვლავ იგრძნობა ის დადებითი ენერგეტიკა, რაც სკოლას უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პირბადე ჩვენთან 1-4 კლასის მოსწავლეებსაც უკეთიათ, რადგან სკოლა ჩართულია ტრანსპორტით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში; ტრანსპორტი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს N86 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ხვდება და მოჰყავს N96-ში; ტრანსპორტში კი პირბადისა და თერმოსკრინინგის გარეშე ვერავინ ავა. ასე რომ, ჩვენ ორმაგად ვიცავთ რეგულაციებს და მახარებს, მაქსიმალურად რომაა უზრუნველყოფილი თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოება.

- ყველა მოსწავლე დაბრუნდა სკოლაში თუ დისტანციური სწავლება არჩიეს?

- თავიდან დისტანციურ სწავლებაზე დარჩენის მსურველი უფრო მეტი ბავშვი იყო . მესმის, მშობლებმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინეს, თუმცა ახლა, სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრმა ისურვა, სკოლას დაბრუნებოდა.

- ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდით, პანდემიის პირობებში თუ მოგიწევდათ სკოლის მართვა.

- არ მეგულება ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ეფიქრა, რომ პანდემიის პერიოდში მოუწევდა სასკოლო პროცესის მართვა... მაგრამ გამოწვევებისთვის შინაგანად ყოველთვის მზად ვარ და მომწონს კიდეც საკუთარი თავის ძიება. ადამიანი მზად უნდა იყოს გამოწვევებისთვის - თუ შინაგანი სტაბილურობა თუ არ გაქვს, ძნელი იქნება, გაუმკლავდე ცხოვრებისეულ მოვლენებს. როდესაც ეკიდები ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს, შინაგანი განწყობაც შესაბამისი უნდა იყოს - დაძლიო ყველა წინააღმდეგობა, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებასა და ლავირებას მოითხოვს.

- თქვენ რატომ გადაწყვიტეთ სკოლის დირექტორობა?

- სპეციალობით ფსიქოლოგი გახლავართ და წლები ამ განხრით ვმუშაობდი, შემდეგ კერძო სკოლაში დავიწყე მუშაობა... მინდოდა, გამომეცადა თავი, საკუთრი შესაძლებლობები; ასევე შემეტანა საკუთრი მცირე წვლილი განათლების სისტემაში. მაინტერესებდა, როგორ გადავლახავდი წინააღმდეგობებს და როგორ გავუმკალვდებოდი ახალ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადი და გუნდის განვითარებაზე ზრუნვას მავალდებულებდა. მეც ვეცადე, მიმეცა ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის საშუალება, მაქსიმალურად გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები.

- როგორც ფსიქოლოგი, რამდენად ხედავთ სკოლებში ფსიქოლოგის მუშაობის აუცილებლობას და იქნებ ისიც მითხრათ, რა პრობლემები დაინახეთ პანდემიურ პერიოდში სკოლაში დაბრუნებულ ბავშვებში?

- პრობლემებზე საუბარი ჯერ ადრეა... ალბათ, ეს ყველაფერი უფრო მკვეთრად გამოჩნდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, იმიტომ, რომ სტრესული გარემო ჯერ არ დასრულებულა. ზოგადად კი, ფსიქოლოგის როლზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი საჭიროება დგას და ერთი ფსიქოლოგი, რომელიც შეგვიძლია სკოლის ხელმძღვანელებმა ავიყვანოთ სამსახურში, ჩვენს რეალობაში ცოტაა; სასურველია, ფსიქოლოგთა ჯგუფი მუშაობდეს იმიტომ, რომ სხვადასხვა კუთხითაა სამუშაო და მიუხედავად იმისა, მანდატურის სამსახურს აქვს ეს მომსახურება, არიან მშობლები, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ხელს უშლიან ბავშვის კომუნიკაციას ფსიქოლოგთან. თუ სკოლაში იქნება ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საფუძვლიანად ბავშვის მონაცემებს, ოჯახურ მდგომარეობას და ერთგვარად სოციალური სამსახურის ფუნქციას შეითავსებს, ბევრად ეფექტური ნაბიჯები გადაიდგმება.

- ქალბატონო ნანა, მშობლიური სკოლის კედლებს როდის უბრუნდებით?

- სავარაუდოდ, სასწავლო წლის ბოლომდე დასრულდება მშენებლობა, თუმცა გადასვლის პროცესი მარტივი არ იქნება და ალბათ ახალი სასწავლო წლიდან დავბრუნდებით. მასპინძლების მიმართ კი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის; სიკეთისა და თანადგომის გარდა, თბილისის N96 საჯარო სკოლაში არაფერი გვიგრძნია და ჩვენც ვცდილობთ დავაფასოთ ეს ყველაფერი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან 

ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მას შემდეგ რაც მოსწავლეებმა შეისწავლეს პლანეტები და მათი თავისებურებანი

მოსწავლეები თამაშში ხალისითა და დიდ შემართებით ჩაერთნენ


საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება