მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თქვენ უკვე იცნობთ, ძალიან აქტიურ, ღიმილიან, ნიჭიერ თაზო მიქელაძეს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის მოსწავლეა. თაზო უკვე რა ხანია რაც izrune.ge-ს დიდი ოჯახის საამაყო, ერთგული წევრია! თაზომ შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა, რითიც ასახელა სკოლა და ძვირფასი ადამიანები!
„მე თაზოს დედიკო ვარ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო თქვენს გუნდს, ასეთი კარგი პროექტისთვის. მადლობა, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს“,- გვწერს მოსწავლის მშობელი.
„მე თაზო მიქელაძე ბიბოყვათის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე ვარ. ჩემი საყვარელი მასწავლებელი ზეინაბ კირჩხელია. მასწავლებელი, რომელიც საუკეთესოდ ზრუნავს ჩემზე და ჩემს ამხანაგებზე. მე ის ძალიან მიყვარს... ყოველთვის ველოდები შემაჯამებელი ტესტის დღეს და ვცდილობ საუკეთესოდ შევასრულო. ამაში კი ჩემი საყვარელი ოჯახი- დედიკო და განსაკუთრებით მამიკო მეხმარება მადლობა თქვენ“,- ამბობს თაზო.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც