სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლეებს სიყვარული და ემოციური მხარდაჭერა ახლა ისე ესაჭიროებათ, როგორც არასდროს“ - მაყვალა ხარაიშვილი, თამარისის N1 სკოლის დირექტორი
11-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლის დირექტორის, მაყვალა ხარაიშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- თუ როგორ შევძელით, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვეხდინა ონლაინ სწავლებასთან ადაპტირება. ასევე, პანდემიამ დაგვანახა ეკრანს მიჯაჭვული მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობელთა ნაწილი.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ბევრი ახალი სწავლების ფორმა და მეთოდი, პროგრამები; გვასწავლა და დაგვანახა პრობლემები. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სრულფასოვნად განგვეხორციელებინა ონლაინ სწავლება, გამოწვევად დარჩა კომპიუტერული მოწყობილობებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც ურთულესს ჩვენს პროფესიაში, რადგან ძალიან სწრაფად მოგვიწია დისტანციური სწავლების მოდელზე გადასვლა; მასწავლებლების ასეთი დოზით შეხება ტექნოლოგიებთან პირველად მოხდა. შესაბამისად, მათ დასჭირდათ დისტანციური სწავლების ყველა ასპექტის შესწავლა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რომ მათ ისწავლეს და შეძლეს ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება, ელექტრონული რესურსების შექმნა და მოძიება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მათი სწრაფი ადაპტირების უნარი შექმნილ მდგომარეობაში; მათი მაღალი კომპეტენცია ციფრულ ტექნოლოგიებში.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ჩაუღრმავდნენ შვილებს და ამოიცნონ მათი ინტერესები; ნაკლებად თქვან, რომ არ აქვთ დრო და არ სცალიათ მათთვის. კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ სტრესი და გაურკვევლობა გამოიწვია, განსაკუთრებით ბავშვებში, ამიტომ სიყვარული და ემოციური მხარდაჭერა მათ ახლა ისე ესაჭიროებათ, როგორც არასდროს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მომავალზე, ხვალინდელ დღეზე. მინდა, რომ ყველა დღე იყოს მშვიდობიანი და წარმატებული.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება