„ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ცვლილებებისა და გამოწვევებისთვის“- ლეილა წიკლაური, წალკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
12-03-2021
დაკოპირებულია
-
+
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში წალკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა წიკლაური პასუხობს.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . . - ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ცვლილებებისა და გამოწვევებისთვის, რათა ვიპოვოთ სწორი გამოსავალი ერთმანეთის მხარდაჭერით.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . - ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ აამაღლა ციფრულ ტექნოლოგიებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ცოდნა. მასწავლებლებს განუვითარა კომპიუტერული უნარ-ჩვევები, გვასწავლა ონლაინ სწავლების სხვადასხვა პლატფორმები. დაგვანახა ამ კუთხით არსებული სირთულეები (მათ შორის მატერიალური) და გვასწავლა მათი დაძლევის გზები.
- 2020 წელს დავახასიათებდი. . . - მოულოდნელობების, მორალური და ფიზიკური გამძლეობის, გამოწვევებთან ბრძოლის, ერთმანეთთან თანადგომის, დაუღალავი შრომის და მონდომების წლად.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . - მოსწავლეებისადმი გამოხატული სითბო, სიყვარული, კომუნიკაბელურობა, სიახლეების მიმღებლობა, მათი დანერგვა მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. ურთიერთსწავლება.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . - ყოველთვის მზად არიან სირთულეების დასაძლევად, არ უშინდებიან პრობლემებს. მიკვირს კი არა, უფრო მიხარია ადამიანური ურთიერთობების, პიროვნული თავისუფლების დაფასება და აღიარება, თანადგომა, პატივისცემა.
- მშობლებს ვურჩევდი. . . - მოუსმინონ შვილებს, პატივი სცენ მათ არჩევანს, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ მათი აზრი.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მსოფლიოში იყოს მშვიდობა. მომავალმა თაობამ იცხოვროს ერთიან, ეკონომიურად ძლიერ ქვეყანაში.