სიახლეები
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საინტერესო აქტივობები განხორციელდა
12-03-2021
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავი აღინიშნა.

სკოლის ინფორმაციით, ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდა.

„თავდაპირველად, სასკოლო პროცესის დროს, ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი განცდები ნახატის საშუალებით და რის შემდეგაც, მოეწყო მათი გამოფენა.

მეორე ნაწილი კი, მიეძღვნა პრეზენტაციებს. ეს აქტივობა „თიმსის“ პლატფორმის გამოყენებით განხორციელდა.

მოსწავლეებმა სლაიდებისა და ვიდეომასალის გამოყენებით, ისაუბრეს ამ დღის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. გაიხსენეს ისტორიული ფაქტები და მოვლენები.

ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ლიანა ბოლქვაძე და ისტორიის პეაგოგები: ნათია ბოლქვაძე და ქეთა დეკანაძე.

ღონისძიება გაიმართა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, დარიკო მელაძის ხელმძღვანელობით.

ღონისძიების დასასრულს, პედაგოგებმა მონოლოგის სახით გაიხსენეს საქართველოს ამ პერიოდის მეტად მძიმე წარსული და მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს ასეთი აქტიური მონაწილეობისთვის“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება