სიახლეები
სკოლები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ჩოხატაურელ ხალხს მრავალ სიახლეს ჰპირდება - ინტერვიუ ცენტრის დირექტორთან
12-03-2021
-
+



სახელოვნებო და კულტურული დაწესებულებები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განაახლებენ. რას გეგმავს და როგორი ფორმით განაგრძობს მუშაობას, პანდემიის პირობებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი?  etaloni.ge-ს ცენტრის დირექტორი თამარ კეკელიძე ესაუბრება:


- როგორც ცნობილია 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ სახელოვნებო და კულტურული დაწესებულება-გაერთიანებები.  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი როგორ ემზადება გახსნისთვის ? 

- 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი. როგორც იქნა კვლავ მოგვეცა საშუალება მონატრებულ კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობას შევუდგეთ. ვემზადებით ახალი ძალებითა და ენერგიით. კულტურის ცენტრი მრავალ სიახლეს პირდება ჩოხატაურელ ხალხს. 

- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მანამდე არსებული ყველა წრე თუ აქტივობა განახლდება თუ გარკვეული ცვლილებებითა თუ განხლებებით უბრუნდებით საქმიანობას ?

- კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრი, სალოტბარო სკოლა და ყველა ფოლკლორული ანსამბლი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს. რა თქმა უნდა რეგულაციების დაცვითა და მაქსიმალური სიფრთხილით.

- საქმიანობისას რა რეკომენდაციების დაცვა იქნება ცენტრში საჭირო და არსებული რესურსები თუ საკმარისად მიგაჩნიათ შესაბამისი თავდაცვითი ღონისძიებების გატარებისათვის ?

- ცენტრში ყველა საჭირო რეგულაცია იქნება შემუშავებული: დისტანიციის დაცვა, პირბადის სავალდებულო ტარება, დეზობარიერის გავლა, თერმოსკრინინგი, ხელის დეზინფიცირება. ვფიქრობ, არსებული რესურსი საკმარისი იქნება პანდემიის პირობებში თავდაცვისთვის.

- როგორი მოლოდინით ელიან მოსწავლე-ახალგაზრდები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში დაბრუნებას და რა გამოხმაურებები გაქვთ მათგან ? 

- კულტურის ცენტრში დაბრუნებას და საქმიანობის ენთუზიაზმით დაწყებას ყველა მოუთმებლად ელის. ეს პერიოდი ყველასთვის რთული აღმოჩნდა განსაკუთრებით ხელოვანებისთვის, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ 15 მარტიდან ყველას მოგვეცემა საშუალება საყვარელი საქმიანობის კვლავ კეთების.

- და ბოლოს - რას ეტყოდით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სახელით თქვენ აღსაზრდელებს ?

- ჩვენს აღსაზრდელებს და თანამშრომელს ვეტყოდი, რომ ჩვენი საქმიანობა კულტურულ სფეროში ეყრდნობა თითოეულ თქვენგანს, თქვენ ხართ ძლიერი კომპონენტი, რომლის გარეშეც განვითარება ვერ იქნება მდგრადი. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ შემოქმედებით ცხოვრებას. ჩვენი სამსახური, კი მუდამ მზადაა თქვენი მხარდაჭერისთვის.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება