სიახლეები
სიახლეები

6 რეკომენდაცია მასწავლებლებს, ელექტრონულ ჟურნალში გამართული მუშაობისა და მონაცემების შევსების თაობაზე
12-03-2021
-
+


მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შევსებასთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა რეკომენდაციებს სთავაზობს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული ჟურნალის წარმოება დამოკიდებულია ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ასახულ მონაცემებზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გასცემს რამდენიმე რეკომენდაციას მონაცემების შევსების თაობაზე“, - აღნიშნავს უწყება.
 
იხილეთ რეკომენდაციები:

1. მნიშვნელოვანია, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მონაცემები შეივსოს დროულად, რათა შეტანილი ცვლილებების ასახვა მოხდეს ელ. ჟურნალში და მასწავლებელმა შეძლოს ელ. ჟურნალის სრულფასოვნად წარმოება.

2. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მოხდება საგაკვეთილო ბადის, კლასების ან მასთან დაკავშირებული მონაცემების ცვლილება, ტექნიკურად ითვლება, რომ შეიქმნა ახალი კლასი და ელ. ჟურნალში მასწავლებელს სემესტრის ბოლომდე არ გამოუჩნდება მანამდე განხორციელებული აქტივობები.

3. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო (სწავლების ტიპის შეცვლა, არასწორად შევსებული ინფორმაცია), სკოლის ადმინისტრაციას უწევს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მონაცემების შეცვლა/კორექტირება, საჭიროა მასწავლებელი წინასწარ იყოს ინფორმირებული ამის შესახებ, რათა მონაცემების ცვლილებამდე განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები (მაგ. შემაჯამებელი წერის შეფასების ასახვა, შემაჯამებელი წერის აღდგენის ჩანიშვნა და ა.შ.)

4. თუ სკოლის შესაბამის კლასში მიმდინარეობს ჰიბრიდული სწავლება, გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი კლასის უშუალოდ ჰიბრიდულ ცხრილში დამატებული და ასახული უნდა იყოს როგორც ის გაკვეთილები, რომლებიც ტარდება ონლაინ რეჟიმში, ასევე - ის გაკვეთილები, რომლებიც ტარდება სკოლაში (დასწრებული რეჟიმით).

5. მნიშვნელოვანია, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) სწორად იქნას ასახული გაკვეთილის/გაკვეთილების დაწყება-დასრულების დრო.

6. განაყოფების არსებობის შემთხვევაში, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) სწორად უნდა იქნას გადანაწილებული მოსწავლეები შესაბამის განაყოფებსა და მასწავლებლებზე. დაუშვებელია ონლაინ ჯგუფისა და/ან დისტანციური რეჟიმის მოსწავლეებსა და დასწრებული რეჟიმის მოსწავლეებთან გაკეთდეს განაყოფი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება