სიახლეები
სიახლეები

შატილში ახალაშენებული სკოლის დამხმარე შენობა დაიწვა
15-03-2021
-
+


შატილში, სკოლის დამხმარე, ცალკე მდგომ შენობა დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მასწავლებლები და მოსწავლეები უვნებლად არიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, შეშის ღუმელისგან გაჩნდა. 

ხანძარი სასადილოს შენობაში გაჩნდა და იყო სკოლის ძირითად შენობაზე გავრცელების საფრთხე. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევის შედეგად, სკოლის ძირითადი შენობის გადარჩენა მოხერხდა.

„შატილში, სკოლა-პანსიონის დამხმარე, ცალკე მდგომი შენობის ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მოსწავლეები და მასწავლებლები უვნებლად არიან და სასწავლო პროცესი გრძელდება. სკოლის შენობაში ყოფნა ამ ეტაპზე საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

სკოლაში 5 მოსწავლე სწავლობს, აქედან პანსიონით სარგებლობს ორი. სკოლის 11 მასწავლებლიდან ნაწილი სასწავლო პროცესში დისტანციურად არის ჩართული“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შატილში სკოლა 2019 წლის ოქტომბერში ელექტროგაყვანილობის მოუწესრიგებლობის გამო დაიწვა. სკოლის ახალი შენობა კი ერთი წლის თავზე, 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება