მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ, ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი საკლასო ღონისძიებები რეგულაციებისა და წესების დაცვით წარმოადგინა.
„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო...!“ - ასე ერქვა მე-4 კლასის მოსწავლეების ღონისძიებას კლასის დამრიგებლის, ნანული არაბიძის ხელმძღვანელობით.
პატარები ლექსებითა და თბილი სიტყვებით ეფერებოდნენ დედას და პედაგოგებს. ერთმანეთს გარითმული ფრაზებით არიგებდნენ, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ დედის გულს. კითხვას უსვამდნენ ერთმანეთს, თუ როდის უთხრეს დედას ბოლოს - „დედა მიყვარხარ!“...ასევე მოაწყვეს საკუთარი ნახატების გამოფენა სახელწოდებით: „გაზაფხული და დედა...“
„საინტერესოდ მოირგეს დედის როლი, განასახიერეს მხატვრულად და გამოხატეს ემოციები დავალებების შესაბამისად, რამაც ღონისძიება სახალისო და მხიარული გახადა. პატარა „მსახიობებმა“ სკოლის ხელმძღვანელის, დამსწრე საზოგადოებისა და ნანული მასწავლებლისგან შექება და სამადლობელი დაიმსახურეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მესამე კლასის მოსწავლეებმა კი ნახატებით მიულოცეს დედებს ქალთა დღესასწაულები. მათი დამრიგებელი თამუნა ზარნაძეა.
მეორეკლასელებმა, დამრიგებლის, ფატმან კლდიაშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს ლიტერატურული საღამო თემაზე - „დედა და გაზაფხული“. მოსწავლეებმა თბილი სიტყვებით, ლექსებითა და სიმღერით მოეფერეს დედებს, მოირგეს როლები და წარმოადგინეს ნელი ოქროპირიძის „როგორ ისწავლა ვირუკამ კარგად მოქცევა“ და „ძველი კალოში“.
პირველი კლასის მოსწავლეებმა კი, დამრიგებლის - ელისო ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, სახელდახელოდ დაამზადებული მისალოცი ბარათები და ლექსები მიუძღვნეს დედებს. აგრეთვე მოამზადეს დედებთან ერთად ვიდეო კოლაჟი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვადა 3 აპრილამდე გაქვთ - რა უნდა გაითვალისწინოთ
„საჯარო სკოლები არასწორად ცდილობდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლების თანხმობის მოპოვებას“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში
ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან გულწრფელები
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან