მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლის პედაგოგებს ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო კოვიდტესტირება უტარდებათ. თუმცა, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე ტესტირება სავალდებულო არ არის. აღნიშნულს განათლების სამინისტრო იმით ხნის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ არ გასცა შესაბამისი განკარგულება.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი აღნიშნავს, მსგავსი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუცია, თუმცა საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით, მუდმივ ტესტირებასთან დაკავშირებით, რაიმე რეკომენდაცია არ არის, თუმცა სამინისტრო მსჯელობს უმაღლესი სასწავლებლების ლექტორების 2 კვირაში ერთხელ ტესტირების საკითხზეც“, - ამბობს მიცკევიჩი.
ცნობისთვის, უნივერსიტეტებს და პროფესიულ სასწავლებლებს უკვე აქვთ უფლება, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებთან ერთად, ლექციებიც აუდიტორიებში განაახლონ. მაგრამ საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიღებული განკარგულების მიხედვით, არც უმაღლესების და არც პროფესიულის თანამშრომლები არ შედიან კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სიაში.
უმაღლესებისა და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლებისგან განსხვავებით 2 კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტის გაკეთება სავალდებულოა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია