სიახლეები
სიახლეები

„ნაეკი“ აბიტურიენტებს 8 რეკომენდაციით მიმართავს - რა უნდა გაითვალისწინონ 31 მარტამდე?
15-03-2021
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც მათ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს დაეხმარება.

კერძოდ, აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ:

  • აკრედიტებულია თუ არა პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
  • აკრედიტაციის ვადები;
  • გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
  • მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად ან ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს. საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
  • რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლება ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ასევე შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათთვის რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე აბიტურიენტმა სარეგისტრაციო გრაფაში უნდა ჩაწეროს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და  ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა შესაძლებელია 15 აპრილის 18:00 საათამდე. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას კი აბიტურიენტები შეძლებენ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის ბოლომდე. 

იხილეთ ასევე: ყურადღება! 4 წლის ნაცვლად, აბიტურიენტს 5-6 წელი მოუწევს სწავლა, თუ ამ პროგრამებს აირჩევს

რა პრიორიტეტებით უნდა დაალაგოს რეიტინგული სია აბიტურიენტმა - რჩევები „ნაეკის“ საგამოცდო სამსახურის უფროსისგან

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება