მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, პედაგოგ ანა სახელაშვილის ხელმძღვანელობით, კლასის დამრიგებელს ლუიზა ხუჯაძეს სიურპრიზი მოუწყვეს.
ლუიზა მასწავლებელმა ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც სკოლაში დროებით არ დადის, ამიტომ პირველკლასელებმა მასწავლებლის მიმართ თავიანთი სიყვარული, მხარდაჭერა და პატივისცემა ღონისძიებით გამოხატეს. პატარებმა საყვარელ დამრიგებელს ლექსები მიუძღვნეს.
ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა ანა სახელაშვილმა გაუწია.
სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე ანა სახელაშვილსა და პირველკლასელებს მადლობას უხდის.
„პირველი კლასი, მშვენიერი სიურპრიზი ძალიან დიდი მადლობა ანა მასწავლებელს თანადგომისათვის!“- წერს დირექტორი სოციალურ ქსელში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც