სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს დაფინანსების სხვადასხვა მოდელს სთავაზობს
15-03-2021
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო.

უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი მისაღებ გამოცდებზე 244-მა ახალგაზრდამ გადალახა. სამხრეთ კავკასიაში KIU ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სტუდენტებს სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და სტიპენდიას სთავაზობს. KIU-ში უკვე ერთი წელია მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის ფარგლებშიც, მიმდინარე სასწავლო წელს 240-მა ახალგაზრდამ მიიღო დაფინანსება. ფონდმა წელს 900,000 ლარამდე თანხა გამოყო სტუდენტური დაფინანსებისთვის. 

2020-2021 სასწავლო წელს ფონდიდან სწავლის გადასახადი 208 სტუდენტისთვის დაფინანსდა.  კამპუსზე ცხოვრების საგრანტო პროგრამით სარგებლობს 126 სტუდენტი. KIU-ს სტიპენდიის მოპოვება შეძლო 62-მა სტუდენტმა. დამატებით, უნივერსიტეტის რექტორის ფონდიდან სხვადასხვა სახის სტიპენდია/ჯილდო მიიღო 15-მა სტუდენტმა, ხოლო უნივერსიტეტის ბარათი (ყოველთვიური თანხა) 20-მა სტუდენტმა.

KIU-ს საგრანტო ფონდის შესახებ

სტუდენტური გრანტების ფარგლებში KIU-ს სტუდენტებს გრანტების მოპოვება შეუძლიათ შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

  • სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ  ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში;
  • სტუდენტები, რომლებსაც გარდაცვლილი ჰყავთ მშობელი/მშობლები;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
  • სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (ოჯახი 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით).
სტუდენტები, რომლებიც ჩააბარებენ KIU-ში დაფინანსების მოპოვებას შეძლებენ განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. საუკეთესო კანდიდატების დაფინანსება განისაზღვრება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით. დეტალებისთვის ეწვიეთ: https://www.kiu.edu.ge/geo/admission

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება