მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში პროექტი „სანსივერია“ განახლდა, რომლის ფარგლებშიც, პროექტის ხელმძღვანელის, ნანა გოგიასა და სკოლის დირექტორის, ნათია დევაძის ხელშეწყობით ულამაზესი ყვავილებით, ჩითილებითა და მარადმწვანე ნერგებით მომარაგდა ეკოკლუბი.
„გაზაფხულთან და ბუნების გამოცოცხლებასთან ერთად განახლდა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელის სახელწოდებაა: „სანსივერია“ (სანსივერია - ჟანგბადის გამოყოფის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა).
პროექტის ხელმძღვანელის, ქალბატონი ნანა გოგიასა და სკოლის დირექტორის, ქალბატონი ნათია დევაძის ხელშეწყობით ულამაზესი, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ყვავილებით, ჩითილებით, მარადმწვანე ნერგებით მომარაგდა ეკოკლუბი.
მწვანე გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დარგეს ყვავილები და თითოეულ მათგანზე ინფორმაცია პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
როგორც ცნობილია, დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება გარემოს მოვლა და ამისი უპირველესი გარანტი მოსწავლეებში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა, რადგან სწორედ ცნობიერების დაბალი დონე, გულგრილი დამოკიდებულება ბუნებისა და შესაბამისად ეკოლოგიის მიმართ იწვევს იმ შედეგებს, რაც სიცოცხლისთვის საზიანოა.
მართალია, ამ პრობლემის მოგვარება გლობალურად რთულია, მაგრამ ლოკალურად სავსებით შესაძლებელია.
ამ მიზნით, გადავწყვიტეთ სკოლის დერეფანში ქოთნის ყვავილების მოშენება, ყოველი კლასი თავისი საკლასო ოთახის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ყვავილებს მოუვლის, ეს აქტივობა მოსწავლეს ჩამოუყალიბებს მცენარეზე ზრუნვის უნარებს, აუმაღლებს ცნობიერებას, რაც მერე ქცევაში გადაეზრდება.
ჩვენი ეკოკლუბი მუდმივად იქნება მოტივირებული გააცნოს და განუვითაროს მოსწავლეს გარემოს დაცვითი უნარ-ჩვევები, განახორციელოს შესაბამისი აქტივობები (ვიდეორგოლების პრეზენტაცია, ფლაერების შექმნა და გავრცელება, კონფერენციების ჩატარება), რადგან ეკოლოგიაზე ზრუნვა ყოველი მოქალაქის პირდაპირი მოვალეობაა“,-აღნიშნავს პედაგოგი ნანა გოგია.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც