სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ აცოცხლებს სასკოლო ცხოვრებას“ - ხარაგაულში ინტელექტ-შეჯიბრის შესარჩევი ტური ჩატარდა
14-11-2017
-
+


ხარაგაულის ყველა სკოლაში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ჩართულები.




ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.      

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ხარაგაულის გამგებლის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უერთიერთობის საკითხებში ინგა ბერაძე:   

„შესარჩევ ტურში, როგორც ყოველთვის, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. გავესაუბრე „ეტალონის“ პედაგოგს და მან აღნიშნა, რომ მოსწავლეები ამ პროექტის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ.  ინტელექ-შეჯიბრი მოსწავლეებში სწავლის მიმართ მოტივაციას ზრდის. არა მარტო მოსწავლეები, არამედ მასწავლებლებიც დაინტერესებულები არიან ამ პროექტით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენს საიტზე, Etaloni.ge-ზე, მესაუბრნენ მასწავლებლები და აღნიშნეს, რომ სწორედ ამ საიტის საშუალებით იგებენ აქტუალურ და მათთვის საინტერესო ინფორმაციებს. სწავლასთან დაკავშირებული მსგავსი ტიპის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. საინტერესოა, წელს როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ გახდება გამარჯვებული. წლებია „ეტალონი“ ტარდება ხარაგაულში და ამ პროექტის განხორციელებაში თავისი წვლილი შეაქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას. ხარაგაულის ახლადარჩეულმა მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, გამოხატა კეთილი ნება, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება ინტელექტ-შეჯიბრში ჩაერთონ. მერიის მხრიდან გამარჯვებული ბავშვები ლეპტოპებით ჯილდოვდენიან. ეს არის მუნიციპალიტეტის მხრიდან ერთგვარი საჩუქარი მოსწავლეებისთვის.“   

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი თინათინ ბოჭორიშვილი:

„ხარაგაულის ოცდახუთივე საჯარო სკოლაში ჩატარდა შესარჩევი ტური. მოსწავლეებმა იაქტიურეს და მიიღეს მონაწილეობა ინტელექტ-შეჯიბრში. ზოგადად, ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ ხარაგაულში ამ პროექტის მიმართ, მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის რეალიზების საშუალებას აძლევს. ძალიან კარგია, რომ კითხვები სასკოლო პროგრამიდანაა. „ეტალონი“ მოსწავლეებში სწავლის მიმართ მოტივაციის ზრდას უწყობს ხელს.“

სადგურ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე:

„ეტალონის“ მხარდამჭერი ვარ. ეს პროექტი აცოცხლებს სასკოლო ცხოვრებას, ბავშვებიც მობილიზებულები არიან. „ეტალონის“ პედაგოგმა ყველაფერი წესების დაცვით ჩაატარა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კითხვები სასკოლო პროგრამიდან იყო. მინდა, რომ „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს დიდი მადლობა გითხრათ ასეთი საინტერესო კითხვებისთვის. მოსწავლეებს დროც საკმარისად ჰქონდათ.“

მარელისის საჯარო სკოლის მასწავლებელი, „ეტალონის“ პედაგოგი,  ინგა ვეფხვაძე:

„მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ შესარჩევ ტურში. მოუთმელნად ელოდებოდნენ ინტელექტ-შეჯიბრს. ძალიან მოეწონათ კითხვები, რომლებიც სასკოლო პროგრამიდან იყო. ახლა უკვე მომდევნო ტურისთვის ემზადებიან. ვნახოთ ვინ გახდება „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება