სიახლეები
სიახლეები

საქართველოს განათლების სამინისტრო ''ფულბრაითის აკადემიურ გაცვლით პროგრამას'' კიდევ უფრო აფართოებს
12-10-2016
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ფულბრაითის (Fulbright) პროგრამის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელს სახელმწიფო დეპარტამენტში მიქაელა აიოვინს შეხვდა. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე დემიენ უომპლერი, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე. 

ფულბრაითის პროგრამის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო პრემიერ მინისტრთან არსებულ განათლების საერთაშორისო ცენტრთან, რომლითაც ფულბრაიტის პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ფულბრაითის ფარგლებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა და დასახეს სამომავლო გეგმები.

“საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 15 აპრილს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი სტუდენტებისა და მეცნიერ-მკვლევარებისათვის განკუთვნილი „ფულბრაიტის (Fulbright) აკადემიური გაცვლითი პროგრამის” ფარგლებში არსებული კავშირების განმტკიცებას და გაძლიერებას გულისხმობს. 

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მონაწილე მხარეთა მიერ ფინანსური მხარდაჭერის გაწევას „ფულბრაიტის“ პროგრამაში ქართველი მაგისტრანტი სტუდენტებისთვის სტიპენდიების უზრუნველყოფის მიზნით.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება