მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან ?- ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ტყებუჩავა პასუხობს.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- რეალური ურთიერთობის მნიშვნელობა ერთმანეთის მიმართ თანადგომის, ზრუნვის, თანაგანცდის საჭიროება.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- განსხვავებული სტრატეგიების გამოყენება სასწავლო პროცესის დაგეგმვისას.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- როგორც გამოწვევების წელი. მოლოდინების, იმედგაცრუების და სიახლეებზე ორიენტაცია.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- ონლაინ სწავლებისას მათ მიერ გამოჩენილი შრომისუნარიანობა, პასუხისმგებლობა, გახსნილობა სიახლეების მიმართ, ადაპტირება.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- ონლაინ სწავლებისას, რეალურ სწავლების დროს ნაკლებად ჩართული მოსწავლეების ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, სიახლის ძიება და მონდომება.
- მშობლებს ვურჩევდი...
- მეტი ყურადღება გამოიჩინონ მათი შვილების სასწავლო პროცესში ჩართვის მიმართ. ახალ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- როგორ დავძლიოთ ის ხარვეზები რაც არსებობს ონლაინ სწავლებისას. როგორ გავხადოთ ეს პროცესი ეფექტური.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.