მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან ?- ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში თბილისის N117 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მეტონიძე პასუხობს.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე; რამდენად ძვირფასია ჩვენი სახელმწიფოსთვის თავისი მოქალაქე.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- განათლების უწყვეტობა, ელექტრონული რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში და ამ კუთხით გვაზიარა სიახლეებს.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- მიუხედავად ბევრი უარყოფითი ფაქტისა, რაც კოვიდ-პანდემიით იყო გამოწვეული, სახელმწიფოს მხრიდან იყო მუდმივი ზრუნვა და მხარდაჭერა, რაც მეტად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ფსიქოლოგიური სიმტკიცისათვის.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- სიტუაციის რეალური აღქმა და ანალიზი, პროფესიისადმი ერთგულება და თანადგომა.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- კრიტიკულ სიტუაციებში გამოვლენილი ალღო და ორგანიზებულობა.
- მშობლებს ვურჩევდი...
- აქტიურად ჩაერთონ სწავლა-სწავლების პროცესში.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- ვფიქრობ, რომ არა სახელმწიფოს სწრაფი რეაგირება, რა ეშველებოდა მომავალ თაობებს?!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.