რა იქნება ხელმისაწვდომი მასწავლებლებისთვის მაისიდან? - პედაგოგებს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების“ პლატფორმა ვებინარს სთავაზობს
16-03-2021
დაკოპირებულია
-
+
„მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების“ პლატფორმა ინგლისური ენის მასწავლებლებს ვებინარს სთავაზობს. ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს.
„ინგლისურის მასწავლებლებსთვის ბრიტანეთის საბჭოს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების“ პლატფორმამ ჩაატარა ვებინარი ბრიტანელ ექსპერტებთან (დევიდ კრისტალი, პენი ური, დევიდ რაითი და სხვა.) „როგორ გავხადოთ საკლასო ოთახი უფრო მეტად ინკლუზიური“.
ასევე, ბრიტანეთის საბჭოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება - საქართველო“ პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინგლისური ენის მასწავლებლისთვის 2021 წლის მაისიდან“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.