| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის გამოცდა დაიწყო. კვლევა, რომლის ფარგლებშიც mRNA-1273 ვაქცინის ორ დოზას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში რეგისტრირებულ 6 750-მდე ბავშვს 28-დღიანი ინტერვალით გაუკეთებენ, ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას შეაფასებს.
კვლევა ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტსა (NIAID) და ბიო-სამედიცინო მოწინავე კვლევისა და განვითარების ორგანოსთან (BARDA) თანამშრომლობით ხორციელდება.
კიდევ ერთი კვლევის საშუალებით, რომელიც დეკემბერში დაიწყო, Moderna საკუთარი ვაქცინის ეფექტურობას 12-დან 18 წლამდე ასაკის პირებზე ცდის.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვაქცინის 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებში გადაუდებელი გამოყენების ნებართვა უკვე გასცა.
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს