სიახლეები
სკოლები

„ეს ის თაობაა, რომელთაც თინეიჯერობაში სამეწარმეო უნარებიც აქვთ და საზოგადოებრივ საქმესაც აკეთებენ!“- ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება
17-03-2021
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ცოდნის კაფეს“ ასაშენებელ „ბუთქემფში“ აქტიურად ჩაერთვნენ და ბიზნესიდეაც შეიმუშავეს. სკოლის გუნდი „ბიზნეს-ინოვატორები“ ნახევარფინალშია და ფინალური საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.

„ცუცხვათის საჯარო სკოლის გუნდი „ბიზნეს-ინოვატორები“ ტყიბულის მუნიციპალიტეტშტი ერთადერთი გუნდია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს „ცოდნის კაფეს“ ასაშენებელ ბუთქემფში.

თავდაპირველად, გუნდმა წარმატებით გაიარა გასაუბრების ეტაპი, მთელი საქართველოს მასშტაბით მოხვდა 74 რჩეულ გუნდში და დაიწყო ბრძოლა ნახევარფინალში გადასასვლელად. შეჯიბრების დაწყებამდე გუნდმა გაიარა მოსამზადებელი ეტაპი, მონაწილეებს ჰქონდათ უაღრესად საინტერესო და სასარგებლო ონლაინ-შეხვედრები გამოცდილ სტარტაპერებთან, რამაც გუნდს საშუალება მისცა, სრული მზადყოფნით შეხვედროდა ბრძოლის დაწყებას.

ათ დღეში „ბიზნეს-ინოვატორებმა“ განახორციელეს ინოვაციური ბიზნეს-იდეა, შექმნეს „ციფრული ბიბლიოთეკა“, აღჭურვეს ის სხვადასხვა ჟანრისა და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე მორგებული ლიტერატურით, შეასრულეს ყველა ძირითადი მოთხოვნა და „ბიზნეს-ინოვატორები“ დღეს 19 საუკეთესო გუნდთან ერთად ნახევარფინალში იბრძვის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად.

გუნდის რამდენიმე წევრი გვესაუბრა ინოვაციური ბიზნეს-იდეის დადებით მხარეებსა და საკუთარ განცდებზე. კერძოდ, თამარ პატარიძემ განგვიმარტა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მათი იდეა:

„ჩვენი აზრით, ამ პროექტის ფარგლებში, „ციფრული ბიბლიოთეკის“ შექმნა იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან ამით ხელი შევუწყვეთ მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, დროის სწორად, ხარისხიანად და ეფექტურად გამოყენებასა და ვუბიძგეთ მათ, ჩამოყალიბებულიყვნენ კარგ მოქალაქეებად“.

ნინო კუპრაშვილმა კი გაგვიზიარა საკუთარი განცდები და თქვა:

„ნახევარფინალში მოხვედრა იყო უდიდესი წარმატება და უდიდესი სიხარული გუნდის თითოეული წევრისთვის, რადგან უკვე ამ მომენტში გავაცნობიერეთ, რომ „ცოდნის კაფეს“ ასაშენებელ აგურთაგან ერთ-ერთი ჩვენი შრომით ცოდნის საძირკველში ჩადებული აგურიც იქნებოდა. იმაზე სასიამოვნო კი რა შეიძლება იყოს, როდესაც იცი, რომ შენს ძვირფას დროს, ენერგიასა და შესაძლებლობებს ცოდნით განათებული მომავლის აშენებაში დებ“.

ეს ის ახალი თაობაა, რომელთაც თინეიჯერობაში სამეწარმეო უნარებიც აქვთ და საზოგადოებრივ საქმესაც აკეთებენ. ვიცნობდეთ მათ!“-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვადა 3 აპრილამდე გაქვთ - რა უნდა გაითვალისწინოთ

„საჯარო სკოლები არასწორად ცდილობდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლების თანხმობის მოპოვებას“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში

2024 წელს 10 ათასზე მეტ მოსწავლეს სტატუსი შეუწყდა ან შეუჩერდა - სახალხო დამცველის ანგარიში

 

ყურადღება! 2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება - რა უნდა გაითვალისწინოთ

საჯარო სკოლებში ცვლილებები ამოქმედდა - სრული სია და მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

იანეულის საჯარო სკოლაში სახალისო აქტივობებით აღნიშნა „სიცილის დღე“

მსგავსი აქტივობები კი ხელს უწყობს ბავშვების ლოგიკური აზროვნების განვითარებას

რატომ ჭრელი წინდა? - ბოდბის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში პედაგოგებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება