სიახლეები
პიროვნება

„სკოლის როლი უნდა ამაღლდეს და მშობლები და მოსწავლეები სკოლას რეპეტიტორზე მეტად აფასებდნენ“ - ერკეთის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ ოსეფაიშვილი
17-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის დირექტორს, თენგიზ ოსეფაიშვილს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?
  
- ერთი მხრივ, მოსწავლეს სკოლაში შეიძლება აინტერესებდეს კონკრეტული საგნები (რომლებიც ესაჭიროება თავის მომავალ პროფესიაში) და დანარჩენ საგნებს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით სწავლობდეს საშუალო დონეზე, ამიტომ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სკოლის საშუალო ნიშანმა რომ ხელი შეუშალოს, ალბათ, არ იქნება სამართლიანი. მეორე მხრივ, სკოლის როლი რომ უნდა ამაღლდეს და მშობლები და მოსწავლეები სკოლას რეპეტიტორზე მეტად აფასებდნენ, ესეც მისახედია.

რაც შეეხება რეკომენდაციასა და კლასგარეშე მუშაობას, ამას დღეს საქართველოში არც ერთი დამრიგებელი (დამრიგებელი წერს მოსწავლის დახასიათებას და რეკომენდაციას) დაამადლის ნებისმიერი დონის მოსწავლეს. აქ, ალბათ, უფრო მისაღები იქნება, თუ მოსწავლე რეგისტრაციის ან სასწავლებელში ჩარიცხვის დროს წარადგენს მის მიერ განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული შედეგების ამსახველ დოკუმენტაციას. და კიდევ ერთი, ისიც დასაზუსტებელია, რას გულისხმობს „ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს - სკოლის საშუალო ნიშანი“.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიენტებს ვურჩევდი, მომავალი პროფესია აირჩიონ იმის მიხედვით, რა აინტერესებთ, რისი უნარი აქვთ, რის კეთება ანიჭებთ სიამოვნებას. სხვა შემთხვევაში, როდესაც პიროვნება აკეთებს იმ საქმეს, რომლის კეთებაც არ უყვარს, ვერ იქნება წარმატებული თავის პროფესიაში და გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროფესია მისთვის გახდება რუტინული შრომა, რასაც უმეტეს შემთხვევაში, აუცილებლად დაემატება იმედგაცრუება.  

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- ჩემი აზრით, სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში ჩართული უნდა იყოს საგნის სპეციალისტი და განათლების ექსპერტი. ზედმეტი არც ხალხი და არც მოსაზრებები საჭირო არ არის.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ვფიქრობ, ელექტრონული ჟურნალის წარმოება არ უნდა იყოს პრობლემა, ამასაც ისწავლიან მასწავლებლები. მთავარია, მუშაობდეს ხარვეზების გარეშე. ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში, მისი ბრალეულობით არის გამოწვეული თუ პროგრამის, მასწავლებელი იძულებულია, მიმართოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რასაც ბევრი დრო, ენერგია და ნერვები მიაქვს. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- გამაგრდით კოლეგებო, გაუძელით. ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება