სიახლეები
სკოლები

„ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ესმით არსებული პროტოკოლის მნიშვნელობა“ -ხულგუმოს საჯარო სკოლაში რეგულაციებს მკაცრად იცავენ
17-03-2021
-
+


15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. თუმცა სასკოლო საზოგადოებას გარკვეული რეგულაციების გათვალისწინება და დაცვა უწევს, რომელთა შორის ერთ-ერთია თერმოსკრინინგი. როგორ მიმდინარეობს დასწრებითი სწავლება და როგორ სრულდება პროტოკოლი? - აქტუალურ საკითხებზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხულგუმოს საჯარო სკოლის დირექტორი, ქნარიკ ჩივჩიანი საუბრობს.

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხულგუმოს საჯარო სკოლაში თერმოსკრინინგი ნორმალურად მიმდინარეობს და მას აწარმოებენ მორიგე მასწავლებლები. ვიცავთ რეგულაციებს და ვიცით, ეს ყველაფერი ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაა საჭირო“.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ასწრებენ პედაგოგები სიცხის გაზომვას მაშინ, როდესაც პარალელურად, გაკვეთილებიც აქვთ ჩასატარებელი, ხულგუმოს სკოლაში ეს საკითხიც კარგად აქვთ დარეგულირებული: „როგორც გითხარით, თერმოსკრინინგს მორიგე მასწავლებლები ატარებენ, რომლებიც, თავისი მორიგეობის დღეს, ჩვეულებრივზე ადრე მოდიან სკოლაში, რათა მოასწრონ ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის თერმოსკრინინგი. რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნული პროცედურის ჩატარებისათვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა დამატებითი კადრის დანიშვნა“, - აღნიშნავს ქნარიკ ჩივჩიანი და დასძენს, რომ მიესალმება ასევე დახურულ შენობაში პირბადის ტარების აუცილებლობას: „მართალია, უჩვეულოა ეს ყველაფერი და გარკვეულ დისკომფორტსაც ქმნის, მაგრამ „ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ესმით არსებული პროტოკოლის მნიშვნელობა“ -ხულგუმოს საჯარო სკოლაში რეგულაციებს მკაცრად იცავენ. შესაბამისად, ისინი დიდ პასუხისმგებლობით  ეკიდებიან რეგულაციების დაცვას, ატარებენ პირბადეს და საერთო ჯამში, არსებულ რეგულაციას დამაკმაყოფილებლად შევაფასებდით“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვადა 3 აპრილამდე გაქვთ - რა უნდა გაითვალისწინოთ

„საჯარო სკოლები არასწორად ცდილობდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლების თანხმობის მოპოვებას“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში

2024 წელს 10 ათასზე მეტ მოსწავლეს სტატუსი შეუწყდა ან შეუჩერდა - სახალხო დამცველის ანგარიში

 

ყურადღება! 2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება - რა უნდა გაითვალისწინოთ

საჯარო სკოლებში ცვლილებები ამოქმედდა - სრული სია და მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

იანეულის საჯარო სკოლაში სახალისო აქტივობებით აღნიშნა „სიცილის დღე“

მსგავსი აქტივობები კი ხელს უწყობს ბავშვების ლოგიკური აზროვნების განვითარებას

რატომ ჭრელი წინდა? - ბოდბის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში პედაგოგებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება