მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა, სიყვარული, თანაგრძნობა, თანადგომა და ყველაზე მთავარი - სიცოცხლის ფასი. პანდემიამ კი მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილი, ჩავიკეტეთ სახლებში, გადავედით სწავლების დისტანციურ მოდელზე ...
კოვიდ პანდემიამ ნათლად დაგვანახა და დაგვაფიქრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც არასოდეს არ გვიფიქრია, მნიშვნელოვანია, რომ გაუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, მხოლოდ ადამიანებს ერთმანეთთან თანადგომით შეგვიძლია ურთულესი გამოწვევის ერთობლივად გადალახვა.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .
- თუ რამდენად არის მნიშვნელოვანი ციფრული ტექნოლოგიების ფლობის აუცილებლობა, როცა პანდემიამ მოულოდნელად შეცვალა სკოლის ცხოვრების რიტმი, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მაქსიმალურად, გმირულად იმუშავეს, რომ ახალი ტექნოლოგიებისათვის ფეხი აეწყოთ, რომელივ შემდგომ დადებითად აისახა ჩატარებულ ონლაინ გაკვეთილებზე. ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევამ გვასწავლა გაკვეთილების ჩატარების ახალი მეთოდი.
- 2020 წელს დავახასიათებდი. . .
- როგორც ერთ-ერთი ურთულესი წელი ყველა სფეროსთვის, რომელმაც მთლიანად შეცვალა მთელი სამყარო და თითოეული ჩვენთაგანის ყოველღიური ცხოვრების წესი. მთავარი გამოწვევა კი ჩვენთვის მასწავლებლებისათვის ონლაინ სწავლება გახდა, რომელიც მიუხედავად ბევრი სირთულეებისა წარმატებით დავძლიეთ.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .- მასწავლებლებისაგან მიხარია ის, რომ არ შეუშინდნენ სირთულეებს ონლაინ სწავლების დროს, შეისწავლეს სხვადასხვა პროგრამები, მიხარია ის თუ რამდენად არიან მოტივირებულები და შრომობენ დაუღალავად, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ, ზრუნავენ ბავშვების განვითარებისათვის, რადგან ქვეყნის წარმატებისათვის მეტად მნიშვნელოვანია, უფრო მეტი განათლებული ახალგაზრდა.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .- თუ როგორი იქნება პოსტპანდემიური ცხოვრება და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება კიდევ აღმოვჩნდეთ. ვფიქრობ, ჩემი ულამაზესი ქვეყნის - საქართველოს მომავალზე მინდა გამთლიანებულს, გაბრწყინებულს, ძლიერს და წარმატებულს ვხედავდე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.