| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან ?- ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ახვლედიანი პასუხობს.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- შეუცნობლის შიში.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- ფორსმაჟორულ სიტუაციაში ახალი ტექნოლოგიების დაუფლება.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- ცუდად. (პანდემიამ ცხოვრება დააპაუზა) ...
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- პასუხისმგებლობა და თანამშრომლობითი ურთიერთობა.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და კომპიუტერულ თამაშებზე მიჯაჭვულობა.
- მშობლებს ვურჩევდი ...
- მეტი თანამშრომლობითი ურთიერთობა სკოლასთან, გააკონტროლონ შვილები, რომლებიც დილის 5 საათამდე კომპიუტერულ თამაშებს თამაშობენ.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ ...
- ქვეყნის ერთიანობაზე.
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს