სიახლეები
სიახლეები

გიორგი ფიფიას თანამშრომლობისთვის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი მადლობას უხდის
18-03-2021
-
+



საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევის ინსტიტუტი ტრენინგ ცენტრ „ცოდნასთან“ ერთად მადლობას უხდის პარტნიორი ორგანიზაციის - ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ა(ა)იპ ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორს, გიორგი ფიფიას აქტიური თანამშრომლობისთვის, პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის,   მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებაში  შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ბატონი გიორგი სპეციალობით მუსიკის მასწავლებელია, დამთავრებული აქვს ფალიაშვილის სახელობის თბილისის სამუსიკო ხელოვნების პედაგოგიური ინსტიტუტი მუსლიტერატურის პედაგოგის კვალიფიკაციით. ამავე დროს, არის საქართველოს საპატრიარქოს  ქუთათელ გაენათის ეპარქიის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარიის სასწავლებლის კურსდამთავრებული რელიგიის მასწავლებლის სპეციალობით. ბატონი გიორგი ნაყოფიერად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლებში და ამჟამად, როგორც ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ორგანიზებას უწევს სასწავლო დაწესებულებებს საეკლესიო, შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებაში. 

ვითვალისწინებით რა საქართველოს განათლების ეროვნული სასწავლო გეგმის დირექტივებს, ჩვენი ერთობლივი მუშაობის მიზანია:

ა) ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ინფორმაციის კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;

ბ) ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, ქრისტიანული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების განვითარება;

გ) ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ სწორი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;

დ) თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.

ამ მიმართულებით ჩატარდა არაერთი ღონისძიება: გასულ წელს, პანდემიის პირობებში, ონლაინ სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია მოეწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა. ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდულ ცენტრში რეგულარულად იმართება პოეზიის საღამოები, ლიტერატურულ-შემოქმედებითი შეხვედრები, საგანმანათლებლო-შემეცნებითი საუბრები.

პარტნიორი ორგანიზაცია ტრენინგ ცენტრ „ცოდნასთან“ ერთად ხელს უწყობს საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებს, გაიარონ ტრენინგები პროფესიული წარმატებებისთვის და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

ჩვენი ორგანიზაციები პრიორიტეტად მიიჩნევენ მომავალში მოსწავლე-ახალგაზრდების, პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტების, უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერ-თანამშრომლებისა და სასულიერო პირების აქტიურ თანამშრომლობას სწავლებაში შემოქმედებითი და მეცნიერული კვლევების ინტეგრირების მიზნით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება