მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგებისთვის პროფესიული წინსვლა არც თუ ისე მარტივია. მასწავლებელი სტატუსის ასამაღლებლად რამდენიმე საფეხურს გადის. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი მისი საქმიანობის შეფასებაა - რამდენად მართავს სასწავლო პროცესს და რა ნაბიჯებს დგამს პროფესიული განვითარებისთვის.
მასწავლებლის შეფასების ტიპებია: გარე შეფასება და შიდა შეფასება.
პედაგოგის შეფასების წესი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემითაა განსაზღვრული და ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მასწავლებლებზე.
რა არის მასწავლებლის შეფასების მიზანი? რას ეფუძნება? რის მიხედვით ფასდება პედაგოგი?
მასწავლებლის შეფასების მიზანია:
მასწავლებლის შეფასება ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა, გამჭვირვალობა.
მასწავლებლის შეფასების ტიპები კი ასეთია:
მასწავლებლის პორტფოლიოში არსებული მტკიცებულებების შეფასება:
მასწავლებელი ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პორტფოლიოში განათავსებს სქემით განსაზღვრულ, შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
რაც შეეხება პრაქტიკული კომპონენტის შეფასებას, მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ სკოლაში ერთსა და იმავე საგანს, გარე შეფასების პრაქტიკულ ნაწილს გადის მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ სკოლაში სხვადასხვა საგანს, გარე შეფასების პრაქტიკულ ნაწილს გადის მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და საგანში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.