სიახლეები
სკოლები

„ინიციატივას, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საინტერესო და საჭირო სიახლედ მივიჩნევ“- ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი რამინ ხინიკაძე 
18-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორს, რამინ ხინიკაძეს ესაუბრა:


- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?  

- ინიციატივას, ეროვნულ გამოცდებზე გათვალისწინებული იყოს სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა  მივიჩნევ საინტერესო და საჭირო სიახლედ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ეროვნული გამოცდების შედეგი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი, პირიქით - გამოცდაზე მიღებული ქულები მნიშვნელოვანი უნდა იყოს სკოლის საშუალო ნიშანსა და რეკომენდაციებთან ერთად. ეს ხელს შეუწყობს სკოლისა და სკოლაში მიღებული ცოდნის ხარისხის ამაღლებას. საკმაოდ საპასუხისმგებლო სამუშაო იქნება გასაწევი სკოლის დირექციისა და პედაგოგებისაგან. ვფიქრობ, საშუალო ნიშანი და რეკომენდაციები თუ კლასგარეშე მუშაობის შეახებ ინფორმაცია პროფესიულ სასწავლებლებშიც უნდა გავითვალისწინოთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ინიციატივით მოწოდებული სიახლე უნდა იყოს დამატებითი ხელშემწყობი უპირატესობის მისანიჭებლად და არა ერთადერთი საშუალება უმაღლესი თუ პროფესიული განათლების მიღების მსურელთათვის.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?  

- პროფესიის არჩევა საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა უგულებელყოფა არჩევანს სახარბიელოს ვერ გახდის. უპირველესად გასათვალისწინებელია უნარების, შესაძლებლობისა და ინტერესების (საინტერესო და სასიამოვნო) თანხვედრა; ასევე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის შესახებ; გასათვალისწინებელია მოლოდინები, როგორც საქმიანობის შესრულებით მიღებული სიამოვნებისა, ასევე ფინანსური ანაზღაურებისა. გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს საკუთარ თავთან გონიერი წვრთნითა და თანამშრომლობით, საგამოცდო საგანთა დაუფლებასთან ერთად წაიკითხონ მხატვრული და არამხატვრული ლიტერტურა მათთვის საინტერესო სფეროს უკეთ შესწავლის მიზნით; დააკვირდნენ საკუთარი შრომის (სწავლა იქნება თუ დასწავლა და პრაქტიკული საქმიანობა) პროცესს: რა ანიჭებთ სიამოვნებას, რა გამოსდით კარგად და რა უძნელდებათ. მოკლედ, ,,საცნობლად თავისადა“ თუ ისწავლის, ის შეძლებს ბევრი სირთულის დაძლევას, მათ შორის - პროფესიის სწორ აჩევანსაც გაართმევს თავს.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?  

- სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება ერთ-ერთი მტიკვნეული და საჭირბოროტო რამ არის საგანმანათლებლო პროცესების განვითარება-გაუმჯობესებისათვის. მართალია, საზოგადოების აზრი ყოველთვის იყო და არის მნიშვნელოვანი. საექსპერტო კომისიის წევრთა შერჩევასა და დამტკიცებაში გავითვალისწინოთ საზოგადოების აზრი - მათგან ნდობამინიჭებული ადამიანები შედიოდნენ კომისიის წევრთა სიაში, უპრიანი იქნებოდა; მაგრამ საზოგადოების ინფორმირება, ჩართულობა მხოლოდ სახელმძღვანელოთა გრიფირების პროცესში გამოიწვევს მეტ ქაოსსა და გაუგებრობას, თუ საზოგადოება არ იქნება ინფორმირებული სასწავლო მიზნებისა და მისაღწევი შედეგების შესახებ. მგონია, რომ მეტი პასუხისმგებლობა ექსპერტთა კომისიამ უნდა აიღოს და შესთავაზოს საზოგადოებას სახელმძღვანელო. ექსპერტთა საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღებისას კი პრაქტიკულად გაწაფულ მასწავლებელთა აზრი უფროა გასათვალისწინებელი, ვიდრე ფართო საზოგადოებისა.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში ?  

- ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვა აუცილებელი, საჭირო და საკმაოდ მოსახერხებელია. მოსახერხებელია, როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლისა და მისი მშობლისსათვის; ბევრი მშობელი სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებს მოინახულოს შვილის სასწავლო პროცესის შედეგები, ამაში ელექტრონულ ჟურნალთა წარმოება დიდ დახმარებას გვიწევს. (მით უფრო პანდემიის პერიოდში ბევრ სირთულეს გვარიდებს). მეორე საკითხია, რამდენად ართმევენ თავს პედაგოგები; არის შემთხვევები, როცა მასწავლებელთა გარკვეულ ნაწილს ესაჭიროება ხშირი კონსულტაცია, შეინიშნება ხარვეზებიც, თუმცა მათი აღმოფხვრა ძალიან მარტივი იქნება თუ ტექნიკური ბაზა იქნება უზრუნველყოფილი: ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და მაღალი სიხშირე, გამართული კომპიუტერები საკლასო სივრცეში; სადაც შრომა, მუშაობაა იქ ხარვეზებიც იქნება, მაგრამ ამის გამო განვითარებასა და დროთა შესაფერ ცვლილებებზე უარი როდი უნდა ვთქვათ?!

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- გამაგრდით მეგობრებო, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოება - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება