მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლამზირა ონიანმა მე-11 კლასში არასტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა, რომლის მიზანიც იყო ბავშვებში ინტერესებისა და უნარების გაცნობიერება. გაკვეთილის ფარგლებში ფილმის ჩვენებაც მოეწყო, რასაც მოსწავლეთა მხრიდან მსჯელობა მოჰყვა.
„ჩვენი სკოლის პედაგოგმა, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურატორმა ქალბატონმა ლამზირა ონიანმა ჩაატარა მორიგი არასტანდარტული გაკვეთილი მე-11 კლასში, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი მთვარისა ახვლედიანი და საგნის მასწავლებლები ქალბატონები: ირმა ლიპარტელიანი, ფიქრია შკუბულიანი და ნათია ხაბულიანი.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთათვის დახმარების გაწევა საკუთარი ინტერესების, უნარების, ღირებულებათა გაცნონიერებასა და განვითარებაში.
მოსწავლეებმა ნახეს გადაცემა „ფსიქოლოგიის“ ფილმი თემაზე - „პროფესიული ორიენტაცია“, რის შემდეგაც თავად ისაუბრეს მათთვის სასურველ პროფესიებზე, მათ მახასიათებლებზე, საჭირო საბაზისო ცოდნასა და უნარებზე. ისინი თავისუფლად გამოთქვამდნენ აზრებს, ასაბუთებდბენ თავიანთ არჩევანს. გულწრფელად აცხადებდნენ იმასაც, თუ რამდრნჯერ შეიცვალეს თავიანთი გადაწყვეტილება ამ გზაზე.
მოსწავლეებს საინტერესოდ ესაუბრნენ და ამ კუთხით გამოცდილება გაუზიარეს სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა, რაც მოზარდებს აუცილებლად გამოადგებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს ქალბატონ ლამზირა ონიანს მეტად საჭირო აქტივობის დაგეგმვისა და საინტერესო ინტერაქტიური გაკვეთილის ჩატარებისათვის“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება