მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან ?- ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ქუთაისის N38 საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე კერესელიძე პასუხობს.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . .
- საფრთხეები რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს განათლება სისტემას.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .
- თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია სკოლასა და მოსწავლეს შორის.
- 2020 წელს დავახასიათებდი. . .
- უდიდესი გამოწვევების წელი.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
- საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობა, საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .
- მათი აზრით სკოლაში მიღებული განათლება არ არის ხარისხიანი.
- მშობლებს ვურჩევდი. . .
- მეტი დრო დაუთმონ საკუთარ შვილებს.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
- როგორ აღზარდოს სკოლამ განათლებული და ღირსეული მოქალაქე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო, გათამაშებული სიტუაციის მეშვეობით მრავალმხრივ გამოვლენა მოსწავლის უნარისა და ცოდნისა