სიახლეები
პიროვნება

„ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება განათლებულ წარმატებულ მომავალ თაობაზეა დამოკიდებული“-ნათელა ნიჟარაძე, წინწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი
18-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან ?- ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ნიჟარაძე პასუხობს. 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . .
- იმ რეალური საფრთხესთან გამკლავება, რომელიც კარგად გააზრებულიც კი არ იყო. პანდემიამ გვასწავლა რთული სიტუაციების მართვის ეფექტური გზების დასახვა, დაგეგმვისა და მართვის სტრატეგიების განსაზღვრა, საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, პასუხისმგებლობის უფრო მეტად გაზრდა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .
- თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა, უნარ-ჩვევების უფრო მეტად გამომუშავება. გვასწავლა ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი როლი და მნიშვნელობა. დაგვარწმუნა იმაში, რომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია მისი გამოყენება სასწავლო პროცესში და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .
- ყველაზე რთულ წლად უახლოეს ისტორიაში. ეს იყო შიშისა და სასოწარკვეთის პერიოდი, მოულოდნელობებით სავსე წელი. მაგრამ ამ რთულმა ვითარებამ გვასწავლა სიტუაციების მართვა. მოსწავლეები და მასწავლებლები იყვნენ უფრო მეტად მობილიზებული, მეტად გამოიკვეთა ერთმანეთისადმი პატივისცემა, თანადგომა, დაფასება. თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ რთულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა და თანადგომა რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებდა სკოლების მიმართ.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
- პროფესიული ზრდის მიმართ ენთუზიაზმის გამოვლენა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის გამოვლენა რთულ სიტუაციაში ეფექტური გზების დასახვა. მუდმივი ძებნა სიახლეებისა და კოორდინირებული მუშაობის შედეგად მისი დაგეგმვა სასწავლო პროცესში.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .
- იყვნენ მეტად გახსნილები, გულახდილები, არ უჭირდათ პრობლემებზე საუბარი. მოსწავლეთა გარკვეულმა ნაწილმა უფრო უკეთ წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები დისტანციური სწავლების პროცესში. მოსწავლეები დაგვანახა სხვადასხვა კუთხით.

- მშობლებს ვურჩევდი. . .  
- აქტიურად იყვნენ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში,რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.შეუქმნან ბავშვებს ჯანსაღი გარემო, ვურჩევ იყვნენ იყვნენ მრჩევლები და მეგობრები  საკუთარი შვილების მიმართ,ასწავლონ რთული სიტუაციების მართვა,გაგებით მოეკიდონ მათი შვილების ინტერესებსა და შესაძლებლობებს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
- მომავალ თაობაზე, მათ უსაფრთხოებაზე. პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა გარკვეული მიმართულებით მათი ჩართულობა. ვფიქრობ, როდის დამთავრდება პანდემია და მიეცემათ საშუალება ყოველი წუთი გამოიყენონ ნაყოფიერად. რათა შეძლონ საკუთარი თავის დამკვიდრება და რეალიზაცია, რადგან ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება განათლებულ წარმატებულ მომავალ თაობაზეა დამოკიდებული.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება