მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სამრეკლოს საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციადქცეული პროექტი არსებობს პროექტი - „დუბლიორი 2021“, სადაც მოსწავლეები პედაგოგებისა და დირექტორის ფუნქციებს ასრულებენ და ამით კიდევ ერთხელ, ნათელი ხდება, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დიდი სიყვარული აერთიანებს. „დუბლიორი 2021“ ამჯერად, ოდნავ სახეცვლილი ფორმით, თუმცა მაინც ჩატარდა და მის შესახებ დეტალურადაა საუბარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სამრეკლოს სასკოლო საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში:
„გვსურს, იმ საოცარ დღეზე გიამბოთ, რომელსაც სამრეკლოს საჯარო სკოლაში „დუბლიორი 2021“ ჰქვია - პანდემიით ოდნავ სახეცვლილი, მაგრამ შეუცვლელი სიყვარულით, მონდომებითა და მაღალი პასუხისმგებლობით.
სკოლაში დღე დაიწყო დუბლიორი დირექტორისა და სასწავლო ნაწილის ადრიანად მისვლით. გასაოცარი იყო ის, თუ როგორ გათვალეს სასწავლო პროცესისთვის საჭირო თითოეული დეტალი, განაწილებული და შესრულებული შესასვლელში ჩატარებული თერმოსკრინინგითა და მორიგეობით, დამრიგებლობის ფუნქციითა და საგნის მასწავლებლით. როგორც მოგვიანებით თავად აღნიშნეს, მასწავლებლის საქმე შრომატევადი, საპასუხისმგებლო და თან სასიამოვნო ყოფილაო.
მთელი დღის განმავლობაში სიხარულით შევცქეროდით X,XI,XII კლასელების საქმიან სახეებსა და სიამაყით ვივსებოდით. სასწავლო პროცესი წარიმართა სრულყოფილად, ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით. გაკვეთილების ბოლოს, მარიამ კვანჭილაშვილმა და შოთა ყოჩიაშვილმა სიურპრიზი მოუწყვეს მასწავლებლებსა და დუბლიორებს. ითქვა - ტკბილ დღეს ტკბილი დასასრული უნდა ჰქონდესო და ასეც მოხდა - ის ემოციური სიტყვები, რომელიც მოსწავლეებმა წარმოთქვეს, კიდევ დიდხანს გაგვყვება საზრდოდ და სტიმულად, რათა კვლავ ერთგულად ვემსახუროთ ისეთ დიდებულ საქმეს, რასაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია.
განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექციას - ქალბატონ მაკა ჯანაშვილსა და თამარ ჩიხლაძეს (თანადგომისა და წამახალისებელი სერტიფიკატებისთვის), თითოეულ პედაგოგს უპირობო მხარდაჭერისთვის... დაბოლოს, იმ ქვეყანას, სადაც მასწავლებელსა და მოსწავლეს ერთურთისა და ცოდნის სიყვარული აერთიანებს, დიდი მომავალი აქვს!
გვეამაყებით. გამარჯვებულებს გევლოთ!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“
მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?