მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლები და სასკოლო საზოგადოება სრულად, ვალდებულია ორ კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტი ჩააბაროს. ამას კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესი განსაზღვრავს.
მასწავლებლებს არჩევანი არ აქვთ - მოსწონთ თუ არა, კოვიდტესტირება უნდა ჩაიტარონ.
მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს არ სურს ტესტის ჩატარება? - სხვათა შორის, ამბობენ, რომ ტესტირებას დაქვემდებარებული მასწავლებელი, თუ ამ პროცედურაზე უარს იტყვის, ბაზაში „გაწითლდება“ და სკოლაც დაჯარიმდება.
Etaloni.ge-მ გადაწყვიტა, გაერკვია, არსებობს თუ არა რაიმე რეგულაცია და თუ ყოფილა შემთხვევა, პედაგოგს პრინციპული უარი ეთქვას კოვიდტესტირებაზე?
განათლების სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ასეთი პრეცედენტი ნამდვილად იყო, მათ მიმართეს აუდიტის სამსახურს და საბოლოოდ საქმე რეაგირებისთვის შრომის ინსპექციას გადაეცა.
Etaloni.ge-ს შრომის ინსპექციაში უპასუხეს, რომ დადგენილების მიხედვით, სასკოლო საზოგადოების 20 პროცენტი უნდა დაიტესტოს - ესაა მინიმალური ზღვარი. თუ სკოლა დაწესებულ ზღვარს ჩამოსცდება, მაშინ იგი, როგორც იურიდიული პირი, 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
გაკვეთილს ესწრებოდნენ საშუალო საფეხურის მოსწავლეები