სიახლეები
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარი“ დაწესდა
14-11-2017
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარი“ დაწესდა.

სამეცნიერო პრემია „თამარი“ კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის თამარის სახელს ატარებს.

თამარ მეფის სახელობის სამეცნიერო პრემია სტიმულის მიმცემი იქნება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთათვის. აღნიშნული პრემია წაახალისებს ახალგაზრდა მეცნიერებს კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების განსახორციელებლად.

სამეცნიერო პრემია გაიცემა ყოველწლიურად კონკურსის წესით.

2017 წელს გაიცემა 3 პრემია:

I პრემია - 3750 ლარი (დარიცხული);

II პრემია - 2500 ლარი (დარიცხული);

III პრემია - 1250 ლარი (დარიცხული) წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერისთვის.

I და II პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კსუ-ს აკადემიურ პერსონალს, ხოლო III პრემიის მოსაპოვებლად - კსუ-ს ახალგაზრდა მეცნიერებს (კსუ-ს აკად. პერსონალს ან დოქტორანტებს 35 წლამდე).

მნიშვნელოვანი თარიღები:

1. 2017 14 ნოემბერი - 10 დეკემბერი: საკონკურსო განაცხადისა და დოკუმენტაციის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში ელექტრონულად წარდგენა;

2. 2017 წლის 10 - 25 დეკემბერი: საკონკურსო კომისიის  მიერ დოკუმენტაციის განხილვა;2017 წლის 27 დეკემბერი: გამარჯვებულთა დაჯილდოება.

3. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით კონკურსის დებულებას, განაცხადის რეგისტრაციის ინსტრუქციას და დანართებს.

დანართი №1

დანართი №2

დანართი №3

სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი

ელ. ფოსტა: awards@ciu.edu.ge

ტელ: 294 59 92(184;  181); (184;  181)

ოთახი: 59

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება