სიახლეები
სიახლეები

განათლების მინისტრი უძრავ-მოძრავი ქონების გარეშე - 58 800 ლარი წლიური ხელფასი და ანგარიში ამერიკულ ბანკში
22-03-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს საკუთარ სახელზე უძრავი და მოძრავი ქონება არ აქვს -  აღნიშნულის შესახებ მის მიერ 2021 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ.

მინისტრის დეკლარაციაში ქონებაზე ფაქტობრივად მონაცემები არ არის - არც უძრავ ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი და არც პირად ავტომობილი. დოკუმენტიდან მხოლოდ წლიურ ხელფასისა და ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობები ირკვევა.

მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, ჩხენკელმა განათლების მინისტრის პოსტზე ხელფასის სახით 58 800 ლარი მიიღო.

ჩხენკელს ანგარიში ორ ბანკში აქვს გახსნილი, ერთი საქართველოში „თი-ბი-სი“ ბანკში, ხოლო მეორე ამერიკაში PNC - ბანკში. „თი-ბი-სის“ სახელფასო ანგარიშზე 280271,98 ლარი აქვს, ხოლო PNC - ბანკის ანგარიშზე 5675,91 დოლარი.

მინისტრს დანაზოგი რამდენიმე ვალუტაში აქვს: 1 800 ევრო, 3 000 ლარი და 1 500 დოლარი.

ცნობისთვის, მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად ორჯერ დაინიშნა. პირველად 2017-18 წლებში იყო იკავებდა ამ პოსტს, ხოლო მეორედ 2019 წელს დაინიშნა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება