სიახლეები
სიახლეები

რას ნიშნავს დაუნის სინდრომი და რატომ აღნიშნავს მსოფლიო მას 21 მარტს? - გაეცანით საინტერესო ფაქტებს და ადამიანებს, რომლებიც მსოფლიომ აღიარა
21-03-2021
-
+


21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება.

დაუნის სინდრომი ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ოფიციალურად 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღიარეს. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას.

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.

მსოფლიოში ყოველი 800-დან 1 ბავშვი დაუნის სინდრომით იბადება. ამ სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს, რადგან იგი არათუ დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი, რომელიც პირველად 1866 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა, არაა მემკვიდრეობითი და არც - გადამდები.

გაიცანით, დაუნის სინდრომის მქონე წარმატებული ადამიანები, რომლებიც მსოფლიომ აღიარა:

2013 წელს ესპანეთში, ქალაქ ვალიადოლიდში ანჯელა ბაჩილერი დაუნის სინდრომის მქონე პირველი ადამიანი გახდა, ვინც საბჭოს წევრად აირჩიეს. ბაჩილერი სამი წლის განმავლობაში, სოციალური კეთილდღეობის და ოჯახის ადმინისტრაციულ ასისტენტად მუშაობდა.

პაბლო პინედამ ფსიქოლოგის ბაკალავრის დიპლომი მოიპოვა, ამჟამად კი მწერალი და მსახიობია. ესპანეთში მას საკმაოდ წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს. 2009 წელს სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა.

ჯეიმი ბრიუერი ცნობილ ამერიკულ სერიალში „ამერიკული საშინელებათა ისტორია“ თამაშობს. ასევე, 1999 წლიდან თეატრალურ დადგმებში იღებს მონაწილეობას.იგი დაუნის სინდრომის მქონე ყველაზე წარმატებული მსახიობია.

ბერნადეტ რიშა ცნობილი მხატვარია. მისი ნამუშევრები ჩნდება სერიალებში, მუსიკალურ კლიპებში, რეკლამებსა და ჟურნალებში. გარდა მხატვრობისა, ის აგრეთვე ალტისტი გახლავთ.

მუსიკოსმა სუჯიტ  დესაიმ ჰილსის მუსიკალური აკადემია დაამთავრა. მას შვიდ მუსიკალურ ინსტრუმენტზე შეუძლია დაკვრა, მათ შორის ვიოლინოზე, პიანინოზე, ტრამპეტზე და საქსოფონზე. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და მის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი“ და „თაიმი“ წერდნენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება