მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1. სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. უზრუნველყოფს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას, მეცნიერების ყველა დარგის განვითარებას და მონაწილეობს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელებაში.
2. კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამინისტროს ამოცანებს განეკუთვნება:
ა) განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნის ხელშეწყობა;
გ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების კვლევა/შეფასება;
დ) განათლებისა და მეცნიერების სფეროს შემდგომი განვითარების მიმართულებების დაგეგმვა და მისი განვითარების პროგნოზირება;
ე) სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, სახელმწიფო ენის სწავლის, სწავლების, შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფა მეცნიერების ყველა დარგის მხარდაჭერით;
ვ) სკოლამდელი აღზრდის სტანდარტების დამტკიცება;
ზ) სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის შემუშავება და დამტკიცება;
თ) ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნება, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მათი წესდებების დამტკიცება და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ი) კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნება;
კ) ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ლ) საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
მ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ნორმატიული აქტების შესრულების უზრუნველყოფა;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით:
ნ.ა) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლის პერიოდის გავლის წესის დამტკიცება;
ნ.ბ) მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცება;
ნ.გ) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცება;
ნ.დ) მასწავლებლის, აგრეთვე პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცება;
ნ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცება;
ო) არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დადგენა, პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შემუშავება/დამტკიცება;
ჟ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინსტიტუციური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება/განხორციელება;
რ) პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობა;
ს) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესის დადგენა, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრა;
ტ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების სტრუქტურის განსაზღვრა, მათი საშტატო ნუსხებისა და ტიპური დებულების დამტკიცება, ასევე მათი ხელმძღვანელებისა და მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
უ) მასწავლებელთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
ფ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ წინადადებების საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა და მისი განხორციელების უზრუნველყოფა, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე სამეცნიერო კვლევების დაფინანსება/დამუშავება;
ქ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში მონაწილეობა;
ღ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;
ყ) განათლების სისტემისა და უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველი ძირითადი დოკუმენტის შემუშავება;
შ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დადგენა;
ჩ) საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრიორიტეტებისა და მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტების შესრულებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა. ასევე არასაბიუჯეტო პროგრამების/პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
ც) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესის დამტკიცება, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესის დადგენა, სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობის, სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობისა და პირობების, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა;
ძ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესის დამტკიცება;
წ) მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმისწარმოების წესის დამტკიცება;
ჭ) საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესისა და პირობების დადგენა;
ხ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცება;
ჯ) საჯარო სკოლების ნუმერაციის განხორციელება და მათთვის სახელის მინიჭების წესის დადგენა;
ჰ) ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტის/პროფესიული დიპლომის ნიმუშის, უმაღლესი განათლების სპეციალობათა ნუსხის, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დანართის ფორმის დამტკიცება;
ჰ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით:
ჰ1.ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცება;
ჰ1.ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების დამტკიცება;
ჰ1.გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების დამტკიცება;
ჰ1.დ) მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესისა და საფასურის დამტკიცება, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან;
ჰ2) მეცნიერების განვითარების პრიორიტეტების შემუშავება, სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელების შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანმიმდევრული დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;
ჰ3) სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით, ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციისა და ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება/სრულყოფა;
ჰ4) სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება, ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;
ჰ5) ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სათანადო პროცესებში სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით) ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურითა და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად წინადადებების მომზადება;
ჰ6) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრა, საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მათი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეების, მოვალეობის სხვა შემსრულებლების, სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის წესის დადგენა;
ჰ7) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის, ხარისხიანი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, საგანმანათლებლო რესურსების, პროგრამების შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა;
ჰ8) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა კვლევის ჩატარება;
ჰ9) სკოლის სახელმძღვანელოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენა, მისი შეფასებისა და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების განხორციელება;
ჰ10) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა) ენობრივი სისწორის შემოწმება;
ჰ11) მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებითა (მოსწავლის წიგნით) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოებისა (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესისა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება;
ჰ12) სასკოლო კონკურსის/კონკურსების ჩატარების წესის დამტკიცება;
ჰ13) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა დედის დღისადმი და ფერადი შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“
დამსწრეთა წინაშე წარდგნენ ასევე კლუბის - „პიგმალიონის“, შემოქმედი მოსწავლეები თავიანთი ლექსებითა და მოთხრობებით
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე