სიახლეები
პიროვნება

„აბიტურიენტებს ვურჩევდი, გააკეთონ არჩევანი მისწრაფებებისა და შინაგანი მოწოდების საფუძველზე“- ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ბუიღლიშვილი
22-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge - ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექტორი  ვაჟა ბუიღლიშვილი ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

- დიახ, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს სკოლის საშუალო ნიშანი, ვფიქრობ, ეს მომენტი გარკვეულწილად ასწევს სწავლის დონეს სკოლებში.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ?

- აბიტურიენტებს ვურჩევდი, ნუ აირჩევენ პროფესიებს პრესტიჟულ, ნაკლებად პრესტიჟულ და არაპრესტიჟულ კატეგორიების მიხედვით, გააკეთონ არჩევანი მისწრაფებებისა და შინაგანი მოწოდების საფუძველზე, იშრომონ ძალიან ბევრი.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ ?

- მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების, კერძოდ, სასკოლო საზოგადოების აზრი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში, მიმაჩნია, საზოგადოების წარმომადგენლები ჩართულნი უნდა იყვნენ საექსპერტო კომისიების მუშაობაში, რამეთუ სახელმძღვანელო უნდა იქნას შექმნილი საზოგადოების, მოსწავლისა და მასწავლებლის ინტერესებიდან გამომდინარე.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში ?

- რაც შეეხება ელექტრონულ ჟურნალს, დროული, კომფორტული და კარგია, მაგრამ ამ ეტაპზე (რეგიონებში, სოფლებში) გვაქვს პრობლემა, ინტერნეტ მომსახურების დაბალი ხარისხი, განსაკუთრებით ეს პრობლემა აისახება სკოლებში, ხშირად ვერ ვახერხებთ ონლაინ ჩართვას. მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა მარტივად აუღო ალღო ელექტრონული ჟურნალის წარმოებას, სკოლაში არის ჯგუფი მათ შორის მოსწავლეებიც, რომლებიც გარკვეული დოზით ეხმარება მასწავლებლებს ტექნოლოგიებთან ურთიერთობაში. სკოლაში არსებულ ისტ-ის კაბინეტში ერთმანეთის გვერდიგვერდ ფუსფუსებენ მოსწავლეები და მასწავლებლები, ისინი უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან მიმართებაში...

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- კოლეგა დირექტორებს, განსაკუთრებით „თერჯოლის დირექტორატს“ ვეტყოდი, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან, ბრწყინვალე გუნდთან მიწევს ურთიერთობა. ჩვენმა დიდმა ოჯახმა უდიდესი ტკივილი განიცადა პანდემიის პერიოდში...რთული იყო პანდემიის პირველი ტალღის მოგერიება, სასწავლო პროცესის ერთბაშად ტექნოლოგიებზე გადატანა, მაგრამ ჩვენ ეს დავძლიეთ და მომავალშიც არ დავნებდებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავამარცხებთ პანდემიას და კვლავაც ვიამაყებთ ჩვენი აღზრდილებით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება