სიახლეები
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ ბევრი სიახლე გვასწავლა“ - ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ცინცაძე
22-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორის, მარინა ცინცაძის​ ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა... 

- რომ ჩვენ ძალიან ვჭირდებით ერთმანეთს.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ძალიან ბევრი სიახლე და შესაძლებლობა, რომელიც მანამდე უცხო იყო ჩვენთვის...

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- მთელი მსოფლიოსთვის ძალიან რთული და  ემოციური წელი იყო, თუმცა, ჩემი აზრით, გვასწავლა ერთმანეთის თანადგომა, სითბო და სიყვარული.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მათი წარმატებები, წინსვლა და მათი მხრიდან წამოსული სიახლეები პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მათი გულგრილობა საზოგადოების მიმართ; მოტივაციისა და ინტერესის დაკარგვა სწავლის მიმართ.  

- მშობლებს ვურჩევდი...

- გამოიჩინონ მეტი ყურადღება სკოლის მიმართ, რათა ჩვენ ერთიან საქმეს ვაკეთებთ და შედეგი ერთობლივად უკეთესი გვექნება.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ხვალინდელ დღეზე; ჩვენს მომავალზე, თუ როგორი იქნება სამყარო და ჩვენი ბავშვები როგორ აუწყობენ ფეხს ცხოვრების დინებას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება