TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

საშუალო თვიური ანაზღაურება ყველაზე დაბალი, 800 ლარი განათლების სექტორშია
22-03-2021
-
+


2020 წლის IV კვარტალში განათლების სექტორში თვიური ანაზღაურება კვლავ ყველაზე დაბალია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით (5 ლარით) შემცირდა და 1 314.7 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ განათლების სექტორში 2020 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 800 ლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ამავე პერიოდის ანაზღაურებასთან შედარებით მცირედით გაზრდილია.

ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 199.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.2 პროცენტით);

მშენებლობა - 2 061.8 ლარი (გაიზარდა 1.2 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 020.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 8.8 პროცენტით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 017.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.2 პროცენტით);





სექციების დასახელებები:

  • A სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა
  • B სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
  • C დამამუშავებელი მრეწველობა
  • D ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება
  • E წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები
  • F მშენებლობა G საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი
  • H ტრანსპორტი და დასაწყობება
  • I განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები
  • J ინფორმაცია და კომუნიკაცია
  • K საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები
  • L უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები
  • M პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები
  • N ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები
  • O სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა;სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება
  • P განათლება
  • Q ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები
  • R ხელოვნება, გართობა და დასვენება
  • S სხვა სახის მომსახურება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება