მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრიდან „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩაერთო. სკოლაში აქტიურად ტარდება კომპექტური დავალდებები.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სკოლაში აქტიურად ტარდება კომპექტური დავალდებები, ხოლო პედაგოგთა უმრავლესობა აქტიურად არის ჩართული ონლაინ ტრენინგებში.
„რაც უკვე აქტიურად აისახა სასკოლო ცხოვრებაში, კერძოდ კომპლექსური დავალებების შექმნითა და პრეზენტაციებით. Xბ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში (პედაგოგი ფ. ფანჩულიძე, დამრიგებელი ნატო ჯოხაძე) ჩატარდა კომპლექსური დავალება, რომლის პირობის მიხედვითაც, მოსწავლეებს უნდა მოერგოთ ლიტერატურის კრიტიკოსის როლი და დაეწერათ ესსე შემდეგი პირობით: ხვარაზმშას მოკვლა „ქმნა მართლისა სიმართლისა თუ მაინც სისხლის ღვრა?“, რომელიც მოსწავლეებმა დებატების ფორმატში წარმოადგინეს. საბოლოო ჯამში შედეგი მასწავლებელმა T დიაგრამით შეაფასა.
ასევე აღსანიშნავია, Vა კლასში ბუნებისმეტყველებაში (პედაგოგი დალი სილაგაძე, დამრიგებელი თეა ბობოხიძე) ჩატარდა კომპლექსური დავალება, რომლის პირობის მიხედვით, მოსწავლეებს უნდა მოერგოთ ბუნების დამცველის როლი და წარმოედგინათ შავი ზღვის ეკოსისტემაში არსებული ცოცხალი ორგანიზმები, მათ შორის არსებული კვებითი კავშირები. მოსწავლეებმა წარადგინეს პოსტერები. სათანადო ინფორმაციითა და ილუსტრაციებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.