მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის, ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეგისტრაციის გავლის მიზნით, შესაბამისი პორტალი ხელმისაწვდომი 25 მარტიდან იქნება, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა და დასძინა, რომ ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება, მოქალაქეებმა მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც პორტალზე დარეგისტრირებას შეძლებენ.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან. სამედიცინო პერსონალის კომპონენტში კი ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება“.
ჯანდაცვის მინისტრის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებას 25 მარტიდან სასკოლო საზოგადოების 65 და უფროსი ასაკის წარმომადგენლები შეძლებენ. მათ შორის პედაგოგებიც.
ამ ასაკობრივ სეგმენტში კი, etaloni.ge-ს ინფორმაციით, კერძო სკოლის 491 და საჯარო სკოლის 4525, ჯამში - 5016 პედაგოგია, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინაციას 25 მარტიდან 5 016 მასწავლებელი დაექვემდებარება. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს შეუძლიათ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.