სიახლეები
ინტერვიუ

„სქემის შეჩერება მასწავლებლებისთვის დანამატის შეჩერებას გამოიწვევს, პეტიციას არ ვეთანხმები“ - მაია კობახიძე
23-03-2021
-
+


ბოლო პერიოდში პედაგოგებში იმატა უკმაყოფილებამ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში არსებული ჩანაწერებისა თუ მათზე დაკისრებული სტატუსის შესაბამისი ვალდებულებების გამო. შედგა პეტიცია - გაუქმდეს სქემა! რასაც პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა, მასწავლებლების სავალდებულო აქტივობების გადავადების მოთხოვნით. თუმცა ირკვევა, რომ სქემის სრულად შეჩერება უამრავ პრობლემას წარმოქმნის. სქემაზე, პეტიციაზე, 1-4-კრედტიან მასწავლებლებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე მასწავლებელთა პროფკავშირების პრეზიდენტი მაია კობახიძე etaloni.ge-ს ესაუბრება.

- ქალბატონო მაია, პედაგოგებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ სქემის მიმართ. როგორც მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელი, რა გამოსავალს სთავაზობთ მაშინ, როდესაც ვიცით, რომ სქემა არ ექვემდებარება შეცვლას?

- უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ჩვენი ყველა განცხადება ეყრდნობა მასწავლებლების მოთხოვნებსა და სიღრმისეულ ანალიზს. პედაგოგები გულისტკივილით აღნიშნავდნენ, რომ 2010 წლიდან მოყოლებული - როდესაც დაიწყო სერტიფიცირება - მათ წინაშე დგებოდა ახალ-ახალი ვალდებულებები, მაგრამ არ ჰქონდათ ხელშეწყობა სამინისტროს მხრიდან, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შეთავაზების სახით.

როდესაც ამოქმედდა კარიერული წინსვლის სქემა და მასწავლებლების ვალდებულება გახდა კომპეტენციის დადასტურება საგანსა თუ პროფესიულ უნარებში, პედაგოგებს მოსთხოვეს ისეთი სიახელეების ჩაბარება, რაც საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას არ გამოუყენებიათ. მას შემდეგ სქემა 3-4 ეტაპად შეიცვალა უკეთესობისკენ, რაც ითვალისწინებდა მასწავლებლებისა და სკოლების რეალურ შესაძლებლობებს. რაც შეეხება ამჟამინდელ პროტესტს, მასწავლებლები ზედმეტად დატვირთულები არიან ტრენინგებით, მაგრამ განვითარება საჭიროა.  

სტატუსი უვადოა და მას ვერ ჩამოართმევენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, მუდმივად რეგულირებადი პროფესიის წარმომადგენელი არ იყოს ორიენტირებული განვითარებაზე და ამ მიმართულებით სახელმწიფომაც უნდა აიღოს ვალდებულება, ტრეინინგების ჩატარებით სტატუსიანი მასწავლებლებისთვის. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი რამ - ახლახან დაუბრუნდა სკოლას მასწავლებელი, მოსწავლე, აკადემიური წელი იწურება და ცოტა დრო რჩება იმისთვის, სავალდებულო აქტივობები განახორციელონ, თანაც არ ვართ დაზღვეულები - შესაძლოა, ისევ ჩაიკეტოს ყველაფერი და ბუნებრივად დგება დღის წესრიგში საკითხი - მოხდეს პროფესიული ვალდებულებების გადავადება მასწავლებლებისთვის; მით უმეტეს, ვიცით, რომ ბევრ სკოლაში არ არის შექმნილი ხარისხის მართვის ჯგუფი, რომლის დაკომპლექტებაც დირექტორის მოვალეობა, თუმცა ზოგ სკოლაში დირექტორებმა ეს საკითხი კათედრებს მიანდეს. თუმცა დრო ცოტაა და ასეთ უმოკლეს ვადაში შეიძლება არაობიექტური შეფასების წინაშე აღმოვჩნდეთ.

გარდა ამისა, რა გამოდის, ეჭვქვეშ ვაყენებთ სტატუსის მინიჭების პროცესს?! ვერ მიიღეს დამსახურებულად და ახლა სკოლის დონეზე უნდა შეფასდეს?! - ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მივცეთ მასწავლებლებს პრაქტიკული საქმიანობის შესაძლებლობა და მერე შევამოწმოთ, კი ბატონო, მაგრამ აქაც ჩნდება ბევრი კითხვა და ეჭვი.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად - მენტორი მასწავლებელი უნდა შეფასდეს აკადემიური წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ. კარგად მაქვს გააზრებული, რომ ეს არა სადამსჯელო ღონისძიება, არამედ კრიტიკული მეგობრის შეფასებაა, მაგრამ მასწავლებლის ავტორიტეტზე  უარყოფითად იმოქმედებს თუ დირექტორმა სუბიექტური შეფასება მისცა.

- სხვათა შორის, უკვე გაჩნდა კითხვისნიშნები, არაერთხელ ეჭვქვეშ დააყენეს ობიექტურობის საკითხი და ხომ არ იგეგმება, სქემიდან ეს ჩანაწერი გაუქმდეს, ან რის გაკეთებას აპირებთ იმისთვის, მასწავლებლის ავტორიტეტი ეჭვქვეშ არ დადგეს?

- თუ ჩვენ მივდივართ იქით, როგორიც არის სკანდინავიური მოდელი, იქ სკოლები თავად უზრუნველყოფენ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას და არის ხარისხის ჯგუფები. ამის წინააღმდეგ ჩვენ ვერ წავალთ, რადგან ესაა რეგულირებადი პროფესია.

- საქმე ობიექტურობას ეხება, ქალბატონო მაია. ამას ვინ უზრუნველყოფს?

- უპირველეს ყოვლისა, ამაზე პასუხი უნდა აგოს სკოლის საზოგადოებამ. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც ამოქმედდა მასწავლებელთა დისციპლინური წესის წარმოების შესახებ მინისტრის ბრძანება, ამან ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ჩვენთვის, პროფკავშირისთვის მისაღები იყო, რადგან დირექტორს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდა და დაევალა დისციპლინურ კომიტეტს; მაგრამ ჩვენ უამრავი ფაქტი გვაქვს და სასამართლომდეც მივედით, როცა დისციპლინური კომიტეტის დასკვნა, თავიდან ბოლომდე, დირექტორის მოთხოვნებზე მორგებული იყო...

ანუ ვინაა პასუხისმგებელი? - საზოგადოება, რომელმაც ობიექტურობის პრინციპის დაცვით უნდა წარმართოს თავისი საქმიანობა და უპირობოდ, ერთპიროვნულად არ შეასრულოს დირექტორის მოთხოვნები. ხარისხის მართვის ჯგუფის თითოეულმა წევრმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, კოლეგის მოსწავლისა და მთლიანად სკოლის განვითარების წინაშე.

რამდენად იქნება ობიექტური სკოლის ესა თუ ის სტრუქტურა, ამას ვერავინ ჩაწერს კანონში და ხარისხს მართვის ჯგუფმა რომ უნდა დაიცვას ობიექტურობის პრინციპები - მათი პირდაპირი ვალდებულებაა. გავაუქმოთ ჯგუფის არსებობა - ამას ვერ დავეთანხმებით, თუმცა ერთი ჩანაწერი ნამდვილად არ მომწონს - „მენტორმა მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს არანაკლებ ორი გაკვეთილისა“.

პროფესიით მათემატიკოსი ვარ და ძალიან კარგად ვიცი ამ ცნების მნიშვნელობა. „არანაკლებ“ - ნიშნავს არანაკლებ ორსაც და არანაკლებ 30-საც. აქედან გამომდინარე, არ ვართ დაცული იმისგან, დირექტორმა პირადი შეხედულებით გადაწყვიტოს, რამდენი სავალდებულო გაკვეთილი ჩაატარებინოს მასწავლებელს. არც ესაა პრობლემა, მაგრამ გარკვეულ სტრესს იწვევს და მასწავლებელი გრძნობს ჩასაფრებას. პირადად ვიცი მენტორი მასწავლებელი, რომელსაც არ აქვს დირექტორთან კარგი, კოლეგიალური დამოკიდებულება. ეს დირექტორი კი აუცილებლად გამოიყენებს ამ ჩანაწერს.

- ნიშნავს თუ არა თქვენი განცხადება, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ სქემის გაუქმებამდე მიგვიყვანს.

- საერთოდ აცნობიერებს ეს საზოგადოება,  სქემის შეჩერება რას გამოიწვევს? პირველ რიგში, ამას სჭირდება სიღრმისეული, მყარი საფუძვლები, რაც არ არსებობს და გარდა ამისა, სქემის შეჩერება გამოიწვევს სტატუსის დანამატის შეჩერებას მასწავლებლებისთვის, ასევე სხვა უამრავ პრობლემას, რაც უარყოფითად აისახება პედაგოგებზე.

- არადა პეტიციაც კი არსებობს, მოთხოვნით - შეჩერდეს კარიერული წინსვლის სქემა.

- ორად გავშალოთ ეს თემა: სქემის შეჩერების საფუძველი პეტიციაში ვერ წავიკითხე და ისიც ვთქვათ - პეტიციის მომზადებას იურიდიული განათლება სჭირდება და არ უნდა შეიცავდეს 1-4-კრედიტიანი მასწავლებლების კრიტიკას. როდემდე შეიძლება, ეს მასწავლებლები ხატზე გადასცენ?! ყველამ კარგად ვიცით, გამოცდა არის სტრესი და საუკეთესო პრაქტიკული საქმიანობის მქონე მასწავლებელმა შეიძლება გამოცდაზე ვერ მიიღოს სასურველი შედეგი; ამიტომ 1-4 კრედიტის შემოღებას ჰქონდა თავისი მიზანი და პეტიციაში კრიტიკა, რომ მასწავლებლები არათანაბარ სიტუაციაში არიან - კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის.

სქემაში არის ჩანაწერი - ვისაც 1-4 კრედიტი აქვს, გამოცდა უნდა ჩააბაროს, ხელახლა დაადასტუროს კომპეტენცია და ეს ხომ უკვე ობიექტურობის მარცვალია, რათა პრეტენზია არ ჰქონდეთ 7-10 კრედიტიან მასწავლებლებს. რაც შეეხება სტრუქტურას - პეტიცია ასე არ იწერება. ან როგორ ეწინააღმდეგება სკოლების დეცენტრალიზაციას სქემა, როდესაც ხარისხის მართვის ჯგუფი ადგენს პედაგოგის საჭიროებებს და არა განათლების სამინისტრო შემოწმებებითა თუ კონტროლით; ასევე არ ვეთანხმები კერძო სკოლების ნაწილს - კერძო სკოლა საჯარო სარგებელია და არა რაიმე ტიპის ბიზნესი. მისი მუშაობა ეყრდნობა მოსწავლის განათლებას, მომავალი თაობის ჩამოყალიბებას, რაც დიდწილად არის განმსაზღვრელი ქვეყნის მომავალი განვითარებისა; კერძო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფო აძლევს ვაუჩერს და თუ სკოლა ვაუჩერს იღებს, ბუნებრივია, უნდა დაექვემდებაროს ხარისხთან დაკავშირებით ყველა იმ რეგულაციასა თუ ნორმატიულ აქტს, რომელსაც ქმნის განათლების სამინისტრო. ასე რომ, ნურავისთვის ნუ იქნება საწყენი, მაგრამ მე პეტიციას არ ვეთანხმები!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება